"20-წელზე მეტია, ვმეგობრობთ, ერთად ვსწავლობდით. სამწუხაროდ, თქვენი მოლოდინები ვერ გამართლდება"
ცნობილი ადამიანების ცხოვრებას, ხშირად საჯაროდ უამრავი ადამიანი განიხილავს. არაერთი ინფორმაციის ფონზე კი, ზოგჯერ სრულიად გადაუმოწმებელი, გამოგონილი ამბები ვრცელდება. ჯესიკა ჩესტეინსა და ოსკარ აიზეკზე არაერთხელ დაიწერა, რომ სასიყვარულო ურთიერთობა აქვთ. თუმცა, როგორც მსახიობები ამბობენ, მათ მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ:
ერთ-ერთ ინტერვიუში ჯესიკა ჩესტეინმა აღნიშნა: "მე და ოსკარი არა მხოლოდ კოლეგები, არამედ საუკეთესო მეგობრებიც ვართ. ერთად ვსწავლობდით, ნახევარი ცხოვრებაა, ერთმანეთს ვიცნობთ და ერთმანეთის შესახებ ბევრი რამ ვიცით."
მათი მეგობრობა უამრავ ადამიანს აძლევს მოტივაციას და მსახიობებს ეხმარება, ეკრანიდანაც ძლიერი ემოცია გაუზიარონ მაყურებელს. ოსკარი და ჯესიკა სატელევიზიო სერიალში წყვილის როლს ასრულებენ. სერიალს "სცენები ქორწინებიდან" ჰქვია და მათი ერთად ხილვა ბევრ ადამიანს უყვარს. როგორც თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, მსახიობების თბილი დამოკიდებულება ეკრანიდანაც იგრძნობა და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის.
აიზეკი ამბობს: "რაც არ უნდა რთული ყოფილიყო ჩემთვის ეს როლი, ჯესიკა გვერდით მყავდა და მასთან მუშაობა ყველაფერს მიმარტივებდა."
პერიოდულად, პრესაში იწერება, რომ ისინი რეალურ ცხოვრებაშიც ერთად არიან. თუმცა, მსახიობები აღნიშნავენ, რომ მათ ძლიერი მეგობრობა აკავშირებთ და საკუთარი პირადი ცხოვრება აქვთ.
როდესაც წითელ ხალიჩაზე ერთად არიან, ფოტოგრაფებისა და ჟურნალისტების ყურადღება სწორედ მათკენაა მიმართული.
ერთ-ერთი ასეთი გამოსვლის დროს, ფოტოგრაფებმა გადაიღეს კადრი, სადაც ჩანს, რომ ოსკარი ჯესიკას ხელზე კოცნის. ფოტოები ვირუსულად გავრცელდა და დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
ჯესიკა ჩესტეინი კი ხმაურიან სათაურებსა და გამოგონილ ამბებს იუმორით უყურებს და ამბობს: "ვფიქრობ, ძალიან სასაცილო მომენტი იყო. სინამდვილეში ერთმანეთს ვუყურებდით. მისკენ გავიწიე, მინდოდა, გადავხვეოდი და უცებ მისი სახე ჩემი იღლიის ქვეშ აღმოჩნდა."
ჩესტეინმა კიდევ ერთხელ განმარტა: "ორივეს გვყავს პარტნიორები. 20-წელზე მეტია, ვმეგობრობთ. სამწუხაროდ, თქვენი მოლოდინები ვერ გამართლდება. არასოდეს მოხდება ის, რაზეც ხშირად წერენ."
ჰოლივუდის მსახიობები ერთმანეთს მხარს უჭერენ და ადამიანებს უმტკიცებენ, რომ ნამდვილი მეგობრობა ქალსა და მამაკაცს შორის აბსოლუტურად შესაძლებელია.