რატომ დატოვა ვახო ბიჭიკაშვილმა საქართველო და რას საქმიანობს ის ამერიკაში?

02-11-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

კომედი შოუს ერთერთი პოპულარული მსახიობი ბოლო ხანს ტელე ეკრანიდან გაქრა. მის შესახებ ცნობები მედიაში ჯერ არ გამოქვეყნებულა. იუმორისტი, ვახო ბიჭიკაშვილი რამდენიმე თვეა უკვე აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს. ბიჭიკაშვილი ჟურნალ “გზასთან” განმარტავს, თუ რატომ მიიღო ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება.

"2023 წლიდან ამე­რი­კა­ში ვიმ­ყო­ფე­ბი. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჩემი საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ვი­ღე. ერ­თდრო­უ­ლად ვმუ­შა­ობ ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ქარ­თველ დი­ას­პო­რას­თან, რო­მე­ლიც იზ­რდე­ბა და იზ­რდე­ბა. მათ­თვის პე­რი­ო­დუ­ლად ტარ­დე­ბა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით ვარ. „კო­მე­დი ჯგუფ­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არ გა­მი­წყვე­ტია. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ჩვენ ერთი სის­ხლი და ორ­გა­ნიზ­მი ვართ. სა­ნამ ჩემი ცხოვ­რე­ბა უკავ­შირ­დე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ას, ყო­ველ­თვის ამ ჯგუფ­თან ვიქ­ნე­ბი". - აღნიშნავს მსახიობი.

"რუსთავი 2"-ის დატოვების შემდეგ ვახო ბიჭიკაშვილი ნიკა არაბიძესთან ერთად ტელეკომპანია ფორმულაზე გადავიდა. ის ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და იუთუბ არხის განვითარებას ცდილობს., ახლახან მან საზოგადოებას გეგმების შესახებ აცნობა:

"ძალიან მალე პროექტი "შორიდან შოუ" ბრუნდება, ყველაზე მონატრებული მაყურებლისთვის, ბრუნდება უფრო ხმამაღალი ნათქვამია ვიდრე თავიდან იწყება, ჩავწერეთ ერთი გადაცემა მაგრამ მალევე გავჩერდით, ის არხი სამწუხაროდ გაჩერდა. ახლიდან ვიწყებთ ყველაფერს და თქვენი გვერდით დგომა გვჭირდება, გამოიწერეთ ამერიკაში შექმნილი პირველი ქართული შემეცნებით გასართობი GEOproduction -ის იუთუბ არხი, რომლის გვერდითაც დგას GA Logistics LLC Geo Amanati Elt Building თანმშრომლობას და მეგობრობას განვიხილავთ სხვა კომპანიებთან, როგორც საქართველოდან ისე ადგილობრივ ბიზნესებთან სურვილი თქვენია, ძალით არაფერი არ ვარგა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები