იცით, როგორ უნდა შევამციროთ კომუნალური გადასახადები ორჯერ? - ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ!

01-11-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ზამთარში ოთახებში სითბოს შესანარჩუნებლად, ან უბრალოდ სახლის გასათბობად კი ყველა პრაქტიკულ და არაპრაქტიკულ ენერგორესურსს მივმართავთ. კომუნალურ გადასახადებს კი, რომლებიც ისედაც არ იყო მცირე, გაძვირებული ტარიფი დაემატა, ჯანმრთელობის ხარჯზე კი გამათბობლების გათიშვა ნამდვილად არ არის გამოსავალი. სწორედ ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე ხრიკს, რომლებიც გადასახადებს შეამცირებს.

როგორ გავაკეთოთ ეკონომია ოთახის გამათბობელით?

● ოთახის გამათბობლებიდან გამოსული ჰაერის თბილი ნაკადი ნეიტრალიზდება ოთახში, კედლებიდან და ფანჯრებიდან შემოსული ცივი ჰაერით. თუ კედელზე, გამათბობელის მოპირდაპირედ გააკრავთ გამათბობელზე ოდნავ მეტი ზომის კილიტას (ფოლგა), ოთახში ტემპერატურას 2–3 გრადუსით გაზრდით.

თუ ფიქრობთ, რომ ძალიან მაღალ ცეცხლზე სადილს უფრო მალე გააკეთებთ, ძალიან ცდებით. გაზქურის ცეცხლის ზომა არ უნდა სცილდებოდეს ქვაბის (ტაფის) ძირს, რადგან ასე არა მარტო აფუჭებთ ჭურჭელს, ასევე ტყუილად ხარჯავთ გაზს, რაც ზრდის გადასახადს. ასე, რომ დაუკელით გაზის სიმძლავრეს, თუ ხედავთ, რომ ცეცხლი ქვაბის ძირიდან ბევრად დიდზე ანთია.

როგორ გავაკეთოთ ეკონომია ფანჯრებით?

● თუ სახლში, ისევ ძველი, ხის ჩარჩოები აქვს თქვენ ფანჯრებს, რომელიც სიცივეს ვერაფრით აკავებს, შეგიძლიათ ჰაერის გამტარი ნაკადები ჰერმეტულად დაფაროთ წებოვანი ქაღალდი–ლენტით, ქაფით ან სილიკონის სითხით.

● ხშირად, თანამედროვე ორმაგი მეტალო პლასტმასის ფანჯრებიც შეიძლება ცივი აღმოჩნდეს. შეამოწმეთ ფანჯრის ფურნიტურა მორგებულია თუ არა ზამთრის რეჟიმს, რადგან ინსტალატორები (მემონტაჟეები) მას ზაფხულის რეჟიმზე აინსტალებენ.

● თუ მეტალო პლასტმასის ფანჯარა სრულიად ნორმალურადაა დამონტაჟებული, თუმცა ცივი ჰაერის ნაკადი მაინც აღწევს ოთახში, მაშინ საქმე გვაქვს ჰერმენტიზაციასთან, რომელიც მოძველდა და გამოცვლას საჭიროებს. რთული არც ამაში არაა არაფერი, გაცვეთილი და მზისგან დამწვარი ჰერმენტიზაციის რეზინა, რაც ფანჯარას აქვს შიგნით, უნდა ამოიღოთ და ახალი ჩასვათ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები