"როცა ფაილი გავხსენი, თვალებს არ ვუჯერებდი, მსახიობებს შორის იყვნენ: სილვესტერ სტალონე, კლინტ და სკოტ ისტვუდები" - ზაზა ხუციშვილის საოცარი აღიარება
"ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ 21 წლის წინ დაწერილი ჩემი სიმღერით ჰოლივუდის რეჟისორები დაინტერესდებოდნენ. სიმღერა ფილმის ერთ-ერთ კადრში, 1 წუთის და 45 წამის განმავლობაში გაიჟღერებს, თანაც, ქართულ ენაზე"
გავიდა დრო, მე მეგონა, რომ ამ ამბავმა უკვე ჩაიარა და საერთოდ რომ არ ველოდი, ისე მივიღე წერილი, რომლითაც მილოცავდნენ, რომ ჩემი სიმღერა ფილმში უკვე დამტკიცებულია. ბოლოს კი მწერდნენ - გთხოვთ, ელექტრონული ფოსტით გადმოგზავნილ კონტრაქტს ხელი მოაწეროთ და დაგვიბრუნოთო. როცა მიმაგრებული ფაილი გავხსენი და წავიკითხე, საკუთარ თვალებს არ ვუჯერებდი: მსახიობებს შორის იყვნენ სილვესტერ სტალონე, კლინტ ისტვუდი და მისი ვაჟი - სკოტ ისტვუდი, უილა ფიცჯერალდი, რომელიც რამდენიმე ფილმში მყავს ნანახი და მშვენიერი მსახიობია - მოკლედ, ეს არის ფილმი, რომელშიც ნამდვილი ვარსკვლავური გუნდი მონაწილეობს.
წყარო: kvirispalitra.ge