7 000 დოლარიანი Oscar de la Renta, 3 000 დოლარიანი Maison Rabanne... - ძვირადღირებულ ლუქები ნინა ზარქუას გარდერობიდან: რა ღირს კაბები, რომელმაც დიზაინერის გამომწერების ყურადღება მიიქცია

31-10-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ნინა ზარ­ქუა ქარ­თუ­ლი მო­დის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ხეა, რომ­ლის დახ­ვე­წი­ლი სტი­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი კა­ბე­ბი მუდ­მი­ვად იქ­ცევს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას. ის არამ­ხო­ლოდ დი­ზა­ი­ნე­რი, არა­მედ თა­ვა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მო­დის მიმ­დე­ვა­რია, რაც მას ქარ­თუ­ლი მო­დის სიმ­ბო­ლოდ აქ­ცევს. ნი­ნას მე­უღ­ლე ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, ალექ­სან­დრე ამი­სუ­ლაშ­ვი­ლია, და მათ ერ­თად სამი შვი­ლი ჰყავთ.

მისი ოჯა­ხუ­რი და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა აძ­ლი­ე­რებს მის გავ­ლე­ნას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ხოლო მისი მე­გობ­რო­ბა ანუ­კი არე­ში­ძეს­თან, თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის მე­უღ­ლეს­თან, კი­დევ უფრო აძ­ლი­ე­რებს მის ად­გილს მო­დის სამ­ყა­რო­ში.

ჟურ­ნალ "ბო­მონდთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ნინა ზარ­ქუა ოჯახ­სა და ძმა­ზე ჰყვე­ბო­და:

"უდარ­დე­ლი ბავ­შვო­ბა მქონ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 90-იან წლებს და­ემ­თხვა. უფ­რო­სი და-ძმა მყავს, მე ნა­ბო­ლა­რა ვარ და ყვე­ლა მა­ნე­ბივ­რებ­და. ის, რომ ქვე­ყა­ნა­ში რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, მა­ში­ნაც ვხვდე­ბო­დი. დედა ერი­დე­ბო­და ჩვენს ქუ­ჩა­ში გაშ­ვე­ბას.


გო­გო­ნე­ბი დამ­ყო­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ჩვე­ნი ძმა კო­მა­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და და მთე­ლი ოჯა­ხი სულ მის მო­ლო­დინ­ში ვი­ყა­ვით. მახ­სოვს, მეც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი... ჩემი ძმა მკაც­რი იყო. სა­დაც უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, სა­ღა­მოს შინ დრო­ზე უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი…“ - ჰყვე­ბა ნინა ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მე­ლიც ძმის სიმ­კაც­რის მი­უ­ხე­და­ვად ად­რე­ულ ასაკ­ში და­ქორ­წინ­და და ახლა სამი მოზ­რდი­ლი შვი­ლი ჰყავს...

ნი­ნას ინ­სტაგ­რამ­ზე 131 ათა­სი გა­მომ­წე­რი ჰყავს, სა­დაც ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ფო­ტო­ებს წვე­უ­ლე­ბე­ბი­დან, ასე­ვე კად­რებს, რო­მელ­საც მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს იღებს. წარ­მო­გიდ­გენთ ზარ­ქუ­ას ძვი­რა­დღი­რე­ბულ გარ­დე­რობს და გა­მორ­ჩე­ულ სტილს, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად იქ­ცევს გა­მომ­წე­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბას.












FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები