„ამ გოგოს ყველაფერი უხდება...“ - ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარ-გნარი აბუ-დაბიდან ფოტოებს გვიზიარებენ

ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარ-გნარის სატელევიზიო წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ისინი უკვე არაერთი წელია, რაც პროფესიონალი მოცეკვავეების ამპლუაში მონაწილეობას იღებენ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ და საკუთარი ცეკვის სტუდია oTo&Juliana Project-ი აქვთ.
მათი ურთიერთობა არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განხილვის საგანი.
ამბობდნენ იმასაც, რომ მათ ფარული რომანი აქვთ, მაგრამ არც ოთო და არც ჯულიანა პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა ამ დრომდე არ საუბრობენ.
წყვილი ამჯერად აბუ დაბიში მოგზაურობს, საიდანაც გამომწერებს უთბილეს კადრებს უზიარებენ.
ისინი ილია თოფურიას ბროლასაც დაესწრნენ, ფოტოებმა კი საზოგადოების კომპლიმენტები დაიმსახურა:
„უმშვენიერესი, ულამაზესი, უსაყვარლესი, მიმზიდველი, მომხიბვლელი და მომაჯადოებელი ანგელოზი ხარ ჯულიანა“,
„ულამაზესი ხარ ჯულიანა, როგორ გიხდება ეს ლუქი“,
„ამ გოგოს, რომ ყველაფერი უხდება,აი ოთოს ხომ განსაკუთრებულად“, - წერენ კომენტარებში.
