ბიძინა ივანიშვილი შვილიშვილებთან ერთად - რა ფოტოებს აქვეყნებს ბერა, რომელიც საქართველოში საარჩევნოდ დაბრუნდა
ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი საქართველოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. ის პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე გამოვიდა და საზოგადოებას მიმართა.
თქვა, რომ მზად არის "მამას ნებისმიერ ბრძოლაში ბრმად გაყვეს".
"სულ სხვანაირად აღვიქვი, თუ რას ნიშნავს, სამშობლოს სიყვარული. თუ რისთვის იბრძვის მამაჩემი ამდენი წელია. მინდა, რომ ჩემმა ბერუკამ და დადუმ და თითოეული თქვენგანის შვილებმა ერთიან და ძლიერ საქართველოში იცხოვრონ. ამისთვის არსებობს ერთი გზა, ამ გზას ჰქვია "ქართული ოცნება" - თქვა ბერამ მას შემდეგ, რაც სცენაზე სიმღერა შეასრულა. არჩევნებზეც ივანიშვილი ოჯახთან ერთად გამოჩნდა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები