"არ ჩქარობენ" - როგორ ეხმაურება მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის განცხადებას?

28-10-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების არ აღიარებასთან დაკავშირებით,“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მდინარაძე საუბრობს „სცენარზე“ და აღნიშნავს, რომ ახლა „ყველა უნდა გამოვიდეს და თქვან“, რომ პარლამენტში არ შევლენ, თუმცა “არ ჩქარობენ“.

„სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები იყო რუსული და მე მას ვერ ვაღიარებო. (მარტო ლავროვი შემიძლია ვაღიაროო). სცენარის მიხედვით ახლა ყველა უნდა გამოვიდეს და თქვან, რომ არ შემოვლენ პარლამენტში. აბა ვნახოთ არ ჩქარობენ“, - წერს მამუკა მდინარაძე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები