„თურქმა ექიმმა მითხრა, მოდი, შევთხოვოთ უფალს, რომ გართულების გარეშე გადაიტანოთ ეს ოპერაციაო და ჩემთან ერთად... - გია ბურჯანაძე

18-10-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ია ბურჯანაძე: ოპერაციის შემდგომი სამი დღე კრიტიკული მქონდა. ვჭიდაობ, რა. მოძრაობა მიჭირს, მუცელზე მაქვს დიდი ჭრილობა. მალე გადაწყდება, როდის გამომიშვებენ თურქეთიდან სახლში. საქართველოში სამი კვირის შემდეგ მსუბუქ ქიმია თერაპიას დავიწყებ. თებერვლამდე თავისუფალი ხარ, სახლში მკურნალობა გააგრძელეო, აქ  მეუბნებიან. 

აქაურ ექიმებს დავტოვებ და ჩავბარდები თბილისში ჩემს ექიმებს. გადასარევი ექიმი მყავს, ძლიერი ონკოლოგი - რომან სრესელი და ასევე ქეთი ძინძიბაძე. რამდენიმე თვე მათ ხელში ვიქნები და მერე, თებერვლის ბოლოსკენ ისევ გადამოწმებაზე ჩამოვალ თურქეთში, ჯონ ჰოპკინსის ცენტრში. ეს ცნობილი კლინიკათა ქსელია. ძლიერი ექიმები ჰყავთ. ჩემი თურქი ექიმი, აბდულ ჯაფარ ქარტალი, ისეა შეშინებული, რადგან ოპერაციების შემდეგ სულ გართულებები მაქვს. ახლა მითხრა, მოდი, შევთხოვოთ უფალს, რომ გართულებების გარეშე გადაიტანოთ ეს ოპერაციაო. მე ამ სიტყვებზე პირჯვარი გადავიწერე და ამ მუსულმანმა ექიმმა, აჰა, მეც გადავიწერ პირჯვარსო და მანაც გადაიწერა! წარმოიდგინეთ! ოღონდ შენ გართულებები არ გქონდესო და ადგა და მანაც გადაიწერა პირჯვარი. ახალგაზრდა კაცია, 45 წლის იქნება. ძალიან მეფერება. ძალიან ყურადღებიანი ხალხი აღმოჩნდა ამ საავადმყოფოში. დიდი სიკეთეები დავინახე მათგან. 

ინფორმაციის წყარო: primetime.ge, იხილეთ სრულად მათ საიტზე


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები