ვუნდერკინდი ქუთაისიდან, რომელიც უკვე მე-2 წელია სოციალური ქსელის ვარსკვლავია - 5 წლის გუროს ახალი გატაცება: "8 წლის ასაკში შესაძლოა ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონიც კი გახდეს"

18-10-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ვუნდერკინდი ქუთაისიდან, რომელიც უკვე მე-2 წელია სოციალური ქსელის ვარსკვლავია - 5 წლის გუროს ახალი გატაცება: "8 წლის ასაკში შესაძლოა ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონიც კი გახდეს"

პა­ტა­რა ვუნ­დერ­კინ­დი გუ­როს - გუ­რამ მელ­ქა­ძის შე­სა­ხებ ად­რეც ვწერ­დით. ქუ­თა­ი­სელ ბი­ჭუ­ნას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კარ­გად იც­ნო­ბენ და მისი ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი ნი­ჭით ირ­გვლივ ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლია. ბავ­შვის ვი­დე­ო­ებს მისი დედა - ლიკა მა­მა­გე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მუდ­მი­ვად აზი­ა­რებს.

გურო უკვე 5 წლი­საა და მის ცოდ­ნაც დღი­თი დღე ღრმავ­დე­ბა - სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით ბევრ რა­მეს სწავ­ლობს. და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, გე­ოგ­რა­ფი­ით, ის­ტო­რი­ით, მა­თე­მა­ტი­კით, უცხო ენე­ბით. უამ­რავ კი­თხვას სვამს და ყო­ველ კი­თხვა­ზე მი­ღე­ბულ პა­სუხს ზედ­მი­წევ­ნით იმახ­სოვ­რებს. ბოლო დროს დიდ ინ­ტე­რესს ჭად­რა­კის მი­მართ იჩენს. ამ­ბობს, რომ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი უნდა გა­მო­ვი­დეს.

ambebi.ge გუ­რამ მელ­ქა­ძის დე­დას, ლიკა მა­მა­გე­იშ­ვილს ესა­უბ­რა. ქალ­ბა­ტო­ნი ლიკა გვიყ­ვე­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს ვუნ­დერ­კინ­დი ბი­ჭუ­ნას გან­ვი­თა­რე­ბა და რო­გო­რია მისი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა.

- გურო თბი­ლი, გო­ნი­ე­რი და აქ­ტი­უ­რი ბავ­შვია. ხან­და­ხან სა­ერ­თოდ რომ არ ვიცი, ისეთ რა­ღა­ცას იტყვის ხოლ­მე...

- ვიცი, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი მის მიწ­ვე­ვას ცდი­ლობ­დნენ, მაგ­რამ ამა­ზე უარს ამ­ბობს...

- კი. ყვე­ლა­ნი ვეხ­ვე­წე­ბით, მათ შო­რის, მე­ზობ­ლე­ბიც ეუბ­ნე­ბი­ან, მაგ­რამ არ გვთან­ხმდე­ბა. არც უფ­რო­სი შვი­ლე­ბის­თვის და­მი­ძა­ლე­ბია რამე და არც გუ­როს ვა­ტან ძა­ლას. იძუ­ლე­ბით არა­ფე­რი კეთ­დე­ბა. მას არ აქვს გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბის სურ­ვი­ლი.

- რო­გორც თქვე­ნი ვი­დე­ო­ე­ბი­დან შე­ვი­ტყვეთ, ბაღ­ში მი­ვი­და...

- ვიდ­რე ბაღ­ში მი­ვიყ­ვან­დი, ყო­ველ­დღე დი­ლის 7 სა­ათ­ზე დგე­ბო­და და მე­უბ­ნე­ბო­და, - ადე­ქი და ბაღ­ში წა­მიყ­ვა­ნეო. ეგო­ნა, ამ სი­ახ­ლით, მის ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც სა­ოც­რე­ბა მოხ­დე­ბო­და, მაგ­რამ რომ წა­ვიყ­ვა­ნე, რა­ტომ­ღაც ბა­ღის მი­მართ ინ­ტე­რე­სი და­ე­კარ­გა. 5 წლი­საა, 5-6 წლი­ა­ნე­ბის ჯგუფ­შია, თუმ­ცა ინ­ტე­რე­სის წყა­რო ბაღ­ში რა­ღაც ვერ მო­ნა­ხა... მერე სულ "გა­ცივ­და" და ამი­ტომ აღარ დაგ­ვყავს. ახლა ვე­უბ­ნე­ბი, ერთი სა­ა­თით მა­ინც რომ მიხ­ვი­დე-მეთ­ქი? მინ­და, რომ ცოტა ხნით მა­ინც დარ­ჩეს იქ, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები