საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს: როდემდე გაგრძელდება ქარი, წვიმა და ცივი ამინდი - "ტემპერატურა ჯერჯერობით ზევით არ წავა"

18-10-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

17 ოქ­ტომ­ბერს მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში წვიმ­და, მა­ღალ მთა­ში ზო­გან თოვ­ლი მო­ვი­და და მკვეთ­რად აცივ­და. მო­სა­ლოდ­ნე­ლი ამინ­დის პროგ­ნო­ზის შე­სა­ხებ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გე­ნელს ნინო წვე­რა­ვას და­ვუ­კავ­შირ­დით...

- დღეს, 17 ოქ­ტომ­ბერს ამინ­დი გა­ფუჭ­და, მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში წვიმ­და, უკვე ზღვა­ზე 3-4 ბა­ლი­ა­ნი შტორ­მია, დღის ბო­ლოს­კენ მა­ღალ მთებ­ში ნა­ლე­ქი ზო­გან თოვლში გა­და­ვი­და. ეს პრო­ცე­სი, გან­სა­კუთ­რე­ბით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 22 ოქ­ტომ­ბრამ­დე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა... იქ­ნე­ბა წვი­მა, მა­ღალ მთებ­ში ზო­გან თოვ­ლი.

აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­და­რე­ბით უკე­თე­სი ვი­თა­რე­ბაა. ამა­ღამ იქ­ნე­ბა უმე­ტეს რა­ი­ონ­ში და დი­ლით რჩე­ბა კი­დევ ცოტა ნა­ლე­ქი, ამა­ღამ­ვე უკვე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სავ­ლე­თის ქა­რის გაძ­ლი­ე­რე­ბას ვე­ლო­დე­ბით. ქა­რი­ა­ნი ამინ­დე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 22 ოქ­ტომ­ბრამ­დეა.

შე­იძ­ლე­ბა ზოგ მო­მენ­ტებ­ში და­სავ­ლე­თის ქარი ჩად­გეს, რა­ღაც მო­მენ­ტში გაძ­ლი­ერ­დეს. ამი­ტომ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 22 ოქ­ტომ­ბრამ­დე და­სავ­ლე­თის ქარი 17-22 მეტ­რი წამ­ში იქ­რო­ლებს...

თბი­ლის­ში შე­იძ­ლე­ბა ხვალ დი­ლით მცი­რე წვი­მა შე­ნარ­ჩუნ­დეს, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვოა, რად­გან უკვე და­სავ­ლე­თის ქარი უნდა გაძ­ლი­ერ­დეს... დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში უნა­ლე­ქო ამინ­დია, და­სავ­ლე­თის ქარი 17-22 მეტ­რი წამ­ში. თბი­ლის­ში ქა­რი­ა­ნი ამინ­დი თით­ქმის 22 ოქ­ტომ­ბრამ­დეა ნა­ვა­რა­უ­დე­ვი, ბევ­რი ნა­ლე­ქი არ ჩანს. უბ­რა­ლოდ აგ­ვი­ცივ­დე­ბა, სა­დღაც 11-16 გრა­დუ­სია მო­სა­ლოდ­ნე­ლი აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლის­ში 14-15-16... ამა­ზე ზე­ვით ტემ­პე­რა­ტუ­რა ჯერ­ჯე­რო­ბით არ წავა. შემ­დეგ კი ჩანს გა­მო­და­რე­ბა და ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები