„მივდივარ და აბა შენ იცი...“ - თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ დედასთან შესახვედრად გაემგზავრა

16-10-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებული ოჯახის წევრების პოვნაში ეხმარება.

ბოლო დროს იგი მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა, რადგან მან 8-წლიანი ძებნის შემდეგ ბიოლოგიური მამა და დედმამიშვილები იპოვა.

ამჯერად თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, რომელიც გამზრდელ დედასთან ერთად აქვს გადაღებული ბავშვობაში.

როგორც მისი ქვეტექსტიდან ირკვევა, მუსერიძე ბიოლოგიურ დედასთან შეხვედრას აპირებს:

„დედა მივდივარ და აბა შენ იცი... ბოლომდე ილოცე იქიდან, სადაც ხარ“, - წერს თამუნა მუსერიძე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები