"ურსას“ 20 200 ლარი, ნუცა ბუზალაძეს - 25 000 - რამდენს გადაუხდიან მომღერლებს მცხეთობის ღონისძიებაზე

12-10-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრმა „სვეტიცხოვლობა-მცხეთობა 2024“-ის ღონისძიებაზე სოლო კონცერტების ჩასატარებლად ექსკლუზიური უფლებამოსილებით გამარტივებული შესყიდვები გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მცხეთობას ნუცა ბუზალაძის სოლო კონცერტი გაიმართება. მომღერალს ცენტრი 25 000 ლარს გადაუხდის.

ამასთან, მცხეთობას იმღერებს ჯგუფი „ურსაც“, რომელსაც 20 200 ლარს გადაუხდიან.

სატენდერო დოკუმენტებში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ჯგუფისა და მომღერლის შერჩევა „მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით“ მოხდა.

ცნობისთვის, ღონისძიება 14 ოქტომბერს არის დაგეგმილი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები