საფრთხე ადამიანებისთვისაც? - მეცნიერები შეაშფოთა ოკეანეში "კოკაინის ზვიგენების" გამოჩენამ

09-10-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

მსოფ­ლი­ო­ში ოკე­ა­ნე­ე­ბის ან­თრო­პო­გე­ნუ­რი და­ბინ­ძუ­რე­ბა სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად ვლინ­დე­ბა. თუმ­ცა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე უჩ­ვე­უ­ლო და გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­ინც "კო­კა­ი­ნის ზვი­გე­ნე­ბის" გა­ჩე­ნა იყო, რის შე­სა­ხე­ბაც გა­სუ­ლი თვის ბო­ლოს გახ­და ცნო­ბი­ლი.

23 ივ­ლისს, ბრა­ზი­ლი­ა­ში, რიო დე ჟა­ნე­ი­როს სა­ნა­პი­რო­ე­ბის წყლებ­ში ბი­ნა­და­რი ზვი­გე­ნე­ბის ორ­გა­ნიზ­მში მეც­ნი­ე­რებ­მა კო­კა­ი­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

პრობ­ლე­მა მწვა­ვედ დგას ამე­რი­კის სა­ნა­პი­რო­ე­ბის მახ­ლობ­ლად, სა­დაც ნარ­კო­ტი­კე­ბით ვაჭ­რო­ბის ძი­რი­თა­დი სა­ზღვაო გზე­ბი გა­დის. ასე­ვე ხში­რად ნა­ხუ­ლო­ბენ პლი­აჟ­ზე კო­კა­ი­ნის შე­ფუთ­ვებს, რომ­ლე­ბიც, დიდი ალ­ბა­თო­ბით, წყალ­შიც ხვდე­ბა.

ბრა­ზი­ლი­ელ­მა ბი­ო­ლოგ­თა ჯგუფ­მა კო­კა­ი­ნი­სა და მისი კომ­პო­ნენ­ტე­ბის მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია (კერ­ძოდ ბენ­ზო­ი­ლე­კგო­ნი­ნი) ბრა­ზი­ლი­ურ გრძელ­ცხვი­რა ზვი­გე­ნე­ბის სხე­ულ­ში პირ­ვე­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნა.

კვლე­ვის დროს, შე­ის­წავ­ლეს რიო-დე-ჟა­ნე­ი­როს მახ­ლობ­ლად და­ჭე­რი­ლი ცა­მე­ტი ზვი­გე­ნი. ხოლო მათი ქსო­ვი­ლე­ბის სა­ფუძ­ვლი­ან­მა ქი­მი­ურ­მა ანა­ლიზ­მა, და­ა­დას­ტუ­რა კო­კა­ი­ნი­სა და მისი ელე­მენ­ტე­ბის არ­სე­ბო­ბა ღვიძლსა და კუნ­თებ­ში, ერთი ზვი­გე­ნის გარ­და. კო­კა­ი­ნის მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა იყო 10,75 მიკ­როგ­რა­მი 1 კი­ლო­ზე.

რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ნარ­კო­ტი­კე­ბი და­მან­გრე­ველ გავ­ლე­ნას ახ­დენს ზვი­გე­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, რო­მელ­თა მრა­ვა­ლი სა­ხე­ო­ბა გა­და­შე­ნე­ბის პი­რას არის. ზვი­გე­ნე­ბის ორ­გა­ნიზ­მში კო­კა­ი­ნის არ­სე­ბო­ბა იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ამან შე­საძ­ლოა ზღვის სხვა არ­სე­ბე­ბიც და­ა­ზა­რა­ლოს.

ამავდრო­უ­ლად, კო­კა­ი­ნით "და­ბინ­ძუ­რე­ბულ­მა“ თევზმა ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე შე­უქ­მნას ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ თევზს საკ­ვე­ბად გა­მო­ი­ყე­ნებს.

13-ვე გა­მოკ­ვლე­უ­ლი ზვი­გე­ნი ორ­სუ­ლად იყო, თუმ­ცა კო­კა­ი­ნის მა­ღა­ლი შემ­ცვე­ლო­ბის შე­საძ­ლო შე­დე­გი ზვი­გე­ნე­ბის ნა­ყოფ­ზე უც­ნო­ბია.

კო­კა­ი­ნის პო­ტენ­ცი­უ­რი გავ­ლე­ნა ზვი­გე­ნე­ბის ქცე­ვა­ზე სიღ­რმი­სე­უ­ლად გა­მოკ­ვლე­უ­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის. ეს პირ­ვე­ლი კვლე­ვაა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ზვი­გენ­თა ორ­გა­ნიზ­მში კო­კა­ი­ნის მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია აღ­მო­ა­ჩი­ნეს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები