"ინფიცირებულთა ნახევარი იღუპება" - რა არის მარბურგის ვირუსი და როგორია მკურნალობის მეთოდი: რა ვიცით ვირუსზე, რომელიც ბოლო კვირებია გააქტიურდა?

04-10-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

"ინფიცირებულთა ნახევარი იღუპება" - რა არის მარბურგის ვირუსი და როგორია მკურნალობის მეთოდი: რა ვიცით ვირუსზე, რომელიც ბოლო კვირებია გააქტიურდა?

ბოლო კვი­რე­ბია, რაც მე­დი­კო­სე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბას მარ­ბურ­გის ვირუ­სი იმ­პყრობს, ვირუ­სი რუ­ან­და­ში გავ­რცელ­და და სულ მცი­რე, რვა ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა სიმპტო­მე­ბით ებო­ლას მსგავ­სია. ახა­სი­ა­თებს ცხე­ლე­ბა, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, დი­ა­რეა.

ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ვირუ­სით ასო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა - უმე­ტე­სი მათ­გა­ნი აფ­რი­კა­ში.

რა არის მარ­ბურ­გის ვირუ­სი და რამ­დე­ნად სა­ში­შია ის?

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WHO) მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­შუ­ა­ლოდ, მარ­ბურ­გის ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ან­თა ნა­ხე­ვა­რი იღუ­პე­ბა. ვირუ­სი პირ­ვე­ლად 1967 წელს გა­მოვ­ლინ­და. მა­შინ გერ­მა­ნი­ა­სა და სერ­ბეთ­ში 31 და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­დან 7 მოკ­ვდა.

ვირუ­სი უგან­დი­დან გავ­რცელ­და. თავ­და­პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ადა­მი­ან­ზე მა­ი­მუ­ნი­დან გა­და­ვი­და, თუმ­ცა ახლა სხვა ცხო­ვე­ლებ­საც უკავ­ში­რე­ბენ.

ძი­რი­თა­დად ის ვლინ­დე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლებ­მაც დიდი დრო გა­ა­ტა­რეს ღა­მუ­რე­ბით სავ­სე ად­გი­ლებ­ში. ხოლო შემ­დეგ, ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე გა­და­დის. ბოლო წლებ­ში მარ­ბურ­გის ვირუ­სის აფეთ­ქე­ბა და­ფიქ­სირ­და ეკ­ვა­ტო­რულ გვი­ნე­ა­ში, კონ­გო­ში, სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში, უგან­და­ში, ზიმ­ბაბ­ვე­სა და ან­გო­ლა­ში. ან­გო­ლა­ში 2005 წელს მარ­ვურ­გის ვირუ­სის შე­დე­გად 300-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.

რაც შე­ე­ხე­ბა აფ­რი­კის გარ­და და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ოს, ბოლო 40 წე­ლი­წად­ში მარ­ბურ­გის ვირუ­სით ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა - ერთი ევ­რო­პა­ში, ხოლო ერთი აშშ-ში. ორი­ვე მათ­განს უგან­და­ში გა­მოქ­ვა­ბუ­ლებ­ში ექ­სპე­დი­ცი­ის ის­ტო­რია ჰქონ­და.

სად არის ვირუ­სი ამ­ჟა­მად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი?

2024 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ვირუს­მა იფეთ­ქა რუ­ან­და­ში. წყა­რო ჯერ კი­დევ არ არის ნა­პოვ­ნი. მე­დი­კო­სე­ბის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით, 300 და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, შემ­თხვე­ვე­ბის კონ­ტაქ­ტებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორ ვრცელ­დე­ბა მარ­ბურ­გის ვირუ­სი?

ამ ვირუ­სის მა­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან აფ­რი­კუ­ლი მწვა­ნე მა­ი­მუ­ნე­ბი და ღო­რე­ბი, ასე­ვე ეგ­ვიპ­ტუ­რი ხი­ლის ღა­მუ­რა. ვრცელ­დე­ბა წვე­თე­ბით, და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ან­თან ახ­ლოს კონ­ტაქ­ტით. ადა­მი­ა­ნის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დე­გაც კი შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ვირუ­სი იყოს მის სის­ხლსა და სპერ­მა­ში.

რო­გო­რია მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი?

ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ამ ეტაპ­ზე ჯან­მოს მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნა არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა ცდა მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი იმუ­ნუ­რი თე­რა­პი­ის­თვის. გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ტრანსფუ­ზი­ის მე­თო­დი, პა­ცი­ენ­ტებს ასე­ვე ურ­ჩე­ვენ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხის მი­ღე­ბას.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები