5 და 6 ოქტომბერს "თბილისობა" აღინიშნება - რა ღონისძიებები გაიმართება დედაქალაქში

03-10-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

5 და 6 ოქტომბერს დედაქალაქის მთავარი დღესასწაული - "თბილისობა" გაიმართება. თბილისის მერია კი აქვეყნებს დეტალურ ინფორმაციას, სად და რა აქტივობებში შეგიძლიათ, აღნიშნულ დღეებში ჩაერთოთ:

რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მოეწყობა12:00 დან – 22:00 საათამდე

დეკორაციები და ინსტალაციები,

გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები

სამეწარმეო მარკეტი

საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები, გასართობი და სპორტული აქტივობები

ღია კინოთეატრი

მუსიკალური საღამოები და თეატრალიზებული წარმოდგენები.

აბანოთუბანში 12:00-დან 20:00-მდე გამოფენა-გაყიდვა "თბილისური მრავალფეროვნება" გაიმართება.

რიყის პარკში 5 ოქტომბერს, 15:00, 18:00 და 21:00 საათზე ქართული საესტრადო შემსრულებლების სამი გრანდიოზული კონცერტი, 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე საზეიმო კონცერტი "ქალაქური მუსიკის შედევრები" გაიმართება.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები