„20-25 ნოემბრიდან მორიგი საგამოცდო პერიოდი დაიწყება და ამიტომ, მანამდე მოასწარით“ - გიორგი ლობჯანიძე

02-10-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ ტრანზიტებზე წერს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს ხოლმე.

ამჯერად გიორგი ლობჯანიძე დღევანდელ, 2 ოქტომბრის მზის დაბნელებაზე წერს.

„Solar eclipse! რა ასპექტებიც არ უნდა გვქონდეს, მზის დაბნელებისას მაინც სხვანაირად იმუხტება ადამიანი და ეს მუხტი ყოველთვის პოზიტიურია! 

ისე, იცოდით რომ სექტემბრის ბოლოს მეტად საინტერესო ასტრონომიული მოვლენა დაფიქსირდა ჩვენს კოსმიურ სივრცეში???

29 სექტემბრიდან დედამიწასთან ახალი ე.წ. „მინი მთვარე“ გამოჩნდა და დაახლოებით 2 თვე გასტანს მასთან.

მენიერთა ერთ-ერთი ვარაუდით ამ ასტეროიდის, რომელსაც სახელად 2024 PT5 უწოდეს, მისიაა დედამიწის გრავიტაციული ძალის დაბალანსება.

ეს უკანასკნელი, მობრძანდა „არჯუნას ასტეროიდთა“ სარტყლიდან და დედამიწის ორბიტას 25 ნოემბერს დატოვებს.

მისი დანახვა კი მხოლოდ სპეციალური ტელესკოპით იქნება შესაძლებელი.

სხვა მხრივ, ნამდვილად საინტერესო დროს ტოვებს ჩვენს სივრცეს, თუ რატომ მოგახსენებთ:

ყველას სურს დადებითი დროის დადგომა და გეტყვით, რომ ვისაც გაქვთ გადაწყვეტილი სერიოზული სიახლეები თქვენს ცხოვრებაში უმჯობესი იქნება თუკი სწორედ ახლა 2 ოქტომბრის შემდეგ 20-25 ნოემბრამდე მიიღებთ ამ პროცესში მონაწილეობას.

იქნება ეს პირად თუ საჯარო კავშირებთან ასოცირებული, სამსახური, სამუშაო, სახლი, ტექნიკის გამოცვლა, დოკუმენტებთან მუშაობა და სხვა. ესაა 2024 წლის ბოლო სააქტიურო ფაზა.

20-25 ნოემბრიდან კი დაიწყება მორიგი საგამოცდო ციკლური პერიოდი დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებამდე, რომელზეც ცალკე ვისაუბრებ. ამიტომ ახლა ჩაეტიეთ ჯობია.

რაც შეეხება დღევანდელ მზის დაბნელებას: დაგეგმეთ რის გაკეთება გსურთ სამომავლოდ და კარგად ესაუბრეთ თქვენს თავს. ახლებურად შეუტიეთ და ეცადეთ აუცილებლად მიხვიდეთ მიზნამდე!

ბედნიერი დღე!“,- წერს გიორგი ლობჯანიძე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები