„არ არის საკმარისი, რომ ყველამ ერთად ვიხუვლოთ და დავასრულოთ 12 წლიანი უბედურება?“ - მიხეილ სააკაშვილი

01-10-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ძალიან არასრული სია იმისა თუ რა გააფუჭა ივანიშვილმა ამ 12 წელში - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

1. 800 ათასი ქართველი საქართველოდან გაყარა - 2-ჯერ მეტი ვიდრე შაჰ აბასმა გადაასახლა.

2. ლაზიკის და "როიალ კარიბეანის" პორტების, ფოთის აეროპორტის, თბილისის შემოვლითი გზის, თბილისი-რუსთავის გზის, გომბორის, გოდერძის, სვანეთის გვირაბები და სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერება.

3. ლარის კურსის 1,65 - 2,73-მდე ამაღლება, ფასების 2,5 ჯერ გაზრდა გასულ 12 წელში.

4. კოვიდის დროს 18 ათასი ადამიანი დაიღუპა.

5. ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და ამერიკელი მასწავლებლების პროგრამების დახურვა.

6. წყალტუბოს, სვანეთის მაღალმთიანი აჭარის კურორტების დიდი აღმშენებლობის შეჩერება. ანაკლიის გავერანება.

7. საქართველოს ნატოში ინტეგრაციის და ამერიკასთან სამხედრო თანამშრომლობის შეჩერება.

8. ევროპული ინტეგრაციის მთლიანი შეჩერება 

9. პირველად საქართველოს მართავენ დასავლეთის მიერ სანქცირებული თანამდებობის პირები 

10. საქართველოს სრული იზოლაციაში მოქცევა და ქვეყნის გადაქცევა ერთ დროს "მსოფლიოს დემოკრატიის შუქურიდან" და მსოფლიოს N1 რეფორმატორიდან, ყველასთვის დასაცინ და ცუდ მაგალითად მოსაყვან სახელმწიფოდ.

არ არის საკმარისი, რომ ყველამ ერთად ვიხუვლოთ და დავასრულოთ 12 წლიანი უბედურება? - წერს სააკაშვილი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები