მზეზე ძლიერი ამოფრქვევები იქნება, რაც ჩვენ, დედამიწაზე მცხოვრებლებს ამ ყველაფერს გვიქადის

30-09-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ოქ­ტომ­ბერ­ში რამ­დე­ნი­მე ძლი­ე­რი მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. მზის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მუ­შა­კე­ბი მუდ­მი­ვად აკ­ვირ­დე­ბი­ან მზეს და აფრ­თხი­ლე­ბენ მო­სახ­ლე­ო­ბას მო­ახ­ლო­ე­ბულ სა­შიშ მოვ­ლე­ნებ­ზე. მა­ღა­ლი აქ­ტი­ვო­ბის პე­რი­ოდ­ში, მზის­გან გა­ო­ტყორ­ცნი­ლი ენერ­გია დე­და­მი­წა­ზე წარ­მო­შობს მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხლებს, რაც მე­ტე­ო­და­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის შე­იძ­ლე­ბა სა­ში­ში იყოს.

გა­გაც­ნობთ ოქ­ტომ­ბრის მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხლე­ბის პროგ­ნოზს:

მეც­ნი­ე­რე­ბის პროგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით, ოქ­ტომ­ბრის ყო­ველ კვი­რას მი­ნი­მუმ ერთი მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლი იქ­ნე­ბა.

პირ­ვე­ლი ძლი­ე­რი მაგ­ნი­ტუ­რი ქა­რიშ­ხა­ლი თვის და­სა­წყის­ში - 3-დან 6 ოქ­ტომ­ბრამ­დეა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. მაგ­ნი­ტუ­რი შტორ­მის სიმ­ძლავ­რე თავ­და­პირ­ვე­ლად 4 ბალს შე­ად­გენს, შემ­დეგ კი 5 ბა­ლამ­დე გა­იზ­რდე­ბა.

მომ­დევ­ნო მზის მა­ღა­ლი აქ­ტი­ვო­ბა 10-დან 12 ოქ­ტომ­ბრამ­დეა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. პირ­ველ დღეს შტორ­მის სიმ­ძლავ­რე 4 ბალი იქ­ნე­ბა, 11 ოქ­ტომ­ბერს - 5 ბა­ლამ­დე, ხოლო 12 ოქ­ტომ­ბერს - 6 ბა­ლამ­დე აი­წევს.

სუს­ტი ერ­თდღი­ა­ნი მაგ­ნი­ტუ­რი შტორ­მი 17 ოქ­ტომ­ბერს არის ნა­ვა­რა­უ­დე­ვი.

შემ­დგო­მი ამოფრქვე­ვა მზე­ზე 22-დან 26 ოქ­ტომ­ბრამ­დე იქ­ნე­ბა. ეს შტორ­მი ხან­გრძლი­ვი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ სუს­ტი, მაქ­სი­მუმ 4 ბალი.

თვის ბოლო ენერ­გი­ის ამოფრქვე­ვა 29 ოქ­ტომ­ბერს არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, შტორ­მის სიმ­ძლავ­რე 4 ბალს შე­ად­გენს.

რა არ უნდა გა­ა­კე­თოთ მაგ­ნი­ტუ­რი შტორ­მე­ბის დროს:

მე­ტე­ო­და­მო­კი­დე­ბულ­მა, ხან­დაზ­მულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პი­რებ­მა შე­იძ­ლე­ბა შტორ­მე­ბის დღე­ებ­ში თავი ცუ­დად იგ­რძნონ. ყვე­ლა­ზე ხში­რი სიმპტო­მე­ბია: თავ­ბრუს­ხვე­ვა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, გუ­ლის­რე­ვა, კუნ­თე­ბის და სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი, უძი­ლო­ბა, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და წნე­ვის მო­მა­ტე­ბა.

მზის მა­ღა­ლი აქ­ტი­ვო­ბის პე­რი­ო­დე­ბის გა­და­სა­ტა­ნად სა­ჭი­როა ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დაც­ვა. მაგ­ნი­ტუ­რი შტორ­მე­ბის დღე­ებ­ში არ შე­იძ­ლე­ბა:

თუ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად გა­უ­ა­რეს­დე­ბა და ეს ნე­გა­ტი­უ­რად იმოქ­მე­დებს შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ზე, ამ დროს, მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, ექიმ­თან ვი­ზი­ტი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები