"არინას უკანასკნელი სიმღერა..." - რას წერს რუსული მედია თბილისში, მიწისქვეშა გადასასვლელში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რა დროსაც რუსი ტურისტი დაიღუპა?
რუსული მედია ეხმაურება საქართველოში რუსი ტურისტის გარდაცვალებას - ახალგაზრდა ქალი მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა.
ტრაგედია თბილისში, რესპუბლიკის მოედნის ტერიტორიაზე ღამის ორ საათზე მოხდა, როდესაც ორი მეგობარი დედაქალაქის ქუჩებში სეირნობდა, ალა პუგაჩოვას ცნობილ ჰიტს "Веселые ребята-ს" მღეროდა და ამ დროს ვიდეოს იღებდა. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ მოულოდნელად ერთ-ერთ მათგანს - 24 წლის არინა გლაზუნოვას ფეხი დაუცდა და მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა, რის შედეგადაც თავის მძიმე ტრამვა მიიღო.
დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მას ქალის ძვლის დაზიანება დაუდგინეს. მიუხედავად მედიკოსების ძალისხმევისა, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის 27 სექტემბერს, პარასკევს გარდაიცვალა.