მართლმადიდებლები ჯვართამაღლებას აღნიშნავენ

27-09-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

27 სექტემბერს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ამ დღეს დაწესებულია ერთდღიანი მარხვა.

„ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. 355 წელს, იერუსალიმის მახლობლად აღმოაჩინეს მაცხოვრის ჯვარი, რომელზეც ეწამა კაცობრიობის მხსნელი. ხალხის დიდი ინტერესის გამო, პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი. იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება სულიერი ამაღლების მაგალითია ყოველი ქრისტიანისთვის.

რელიგიის საკითხთა სხელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას და მართლმადიდებელ მრევლს, ცხოველმყოფელი ჯვრის მადლი და ძალა გფარავდეთ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები