"ცდილობდა ფსკერისკენ ჩავეთრიე. მეგონა, მოვკვდებოდი" - ბრიტანელი ტურისტი ბეჰემოთის თავდასხმას სასწაულებრივად გადაურჩა

26-09-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

"ცდილობდა ფსკერისკენ ჩავეთრიე. მეგონა, მოვკვდებოდი" - ბრიტანელი ტურისტი ბეჰემოთის თავდასხმას სასწაულებრივად გადაურჩა

ბრი­ტა­ნე­ლი ტუ­რის­ტი ბე­ჰე­მო­თის თავ­დას­ხმას სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა - 63 წლის რო­ლანდ ჩერი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ზამ­ბი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც 1,5-ტო­ნი­ან­მა მხეც­მა მათი კა­ნოე გა­და­ატ­რი­ა­ლა.

და­შა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მას შვი­დი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. მე­დი­კო­სე­ბის თქმით, "ბე­ჰე­მო­თის თავ­დას­ხმის­გან არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა".

"ცუ­დია რაც და­მე­მარ­თა. მაგ­რამ ვიცი, რომ მათ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვი­ყა­ვი. როცა წყლის ზე­და­პირ­ზე ამოს­ვლა მო­ვა­ხერ­ხე, მივ­ხვდი, რომ მხრე­ბი სა­შინ­ლად მქონ­და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, ცურ­ვა აღარ შე­მეძ­ლო. ცხო­ვე­ლი ცდი­ლობ­და ფსკე­რის­კენ ჩა­ვეთ­რიე. მე­გო­ნა მოვ­კვდე­ბო­დი", - ამ­ბობს ის.

მა­მა­კა­ცის გა­დარ­ჩე­ნა სა­მაშ­ვე­ლო ჯგუფ­მა მო­ა­ხერ­ხა. მას მუც­ლის არე­ში 25 სმ-იანი ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და, აღე­ნიშ­ნე­ბო­და ბარ­ძა­ყი­სა და მხრე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები