ბილ გეიტსმა კორონავირუსზე უფრო სახიფათო კატასტროფა იწინაწარმეტყველა
მილიარდერმა და ფილანტროპმა ბილ გეიტსმა კოვიდზე-ზე უფრო სახიფათო კატასტორფა იწინასწარმეტყველა, ეს არის ჰაერის მუდმივი დაბინძურება, რომელიც გლობალურ დათბობას იწვევს.გეიტსმა ამის შესახებ საკუთარ ბლოგზე დაწერა.
Microsoft- ის დამფუძნებელის აზრით, რამდენიმე ათწლეულში, გლობალური ეკოლოგიური კრიზისი პლანეტას შეარყევს. გეიტსი თვლის, რომ კაცობრიობას უნდა ელოდოს სიკვდილიანობის ზრდას და ეკონომიკურ გაჭირვებას: "როგორი საშინელიც არ უნდა იყოს პანდემია, კლიმატური ცვლილებები შეიძლება კიდევ უფრო უარესი იყოს".
კატასტროფის შესაჩერებლად, ბიზნესმენი გვთავაზობს რადიკალურად შემცირდეს სითბურის გაზების გამოიყოფა ატმოსფეროში.
გეიტსი ამბობს, რომ თუ გარემოს დაბინძურება მომავალშიც გაუარესდება, სიკვდილიანობა და ეკონომიკური პრობლემები კაცობრიობას უფრო მეტ ხანს გაჰყვება, ვიდრე COVID-19-ის პანდემია. მისი თქმით, 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, პლანეტაზე ტემპერატურის მომატების შედეგად სიკვდილიანობა კოროვირუსისგან გამოწვეულ სიკვდილიანობას გაუთანაბრდება - დაახლოებით 14 დაღუპული 100 ათას ადამიანზე.ხოლო 2100 წლისთვის ეს ციფრი 100 ათას კაცზე 73 გარდაცვლილამდე გაიზრდება.
ბილ გეიტსი თვლის, რომ აუცილებელია მეცნიერების და ინოვაციების საშუალებით გამონაბოლქვების კონტროლი. ასევე გარემოსდაცვითი კატასტროფების წინააღმდეგ უნდა ვიმუშაოთ განვითარებად ქვეყნებშიც.
გეიტსი ამბობს, რომ COVID-19 -ის ვაქცინისგან განსხვავებით, რომელიც უკვე მომავალ წელს იქნება, "დაგვჭირდება ათწლეულები, რათა შეიქმნას და განხორციელდეს ყველა საჭირო ინოვაცია სუფთა ენერგიის სფეროში ".