“როგორც ვიცი, კესარია მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია რწმენა, შესაბამისად, მისთვის წესის აგება ვალდებულებაცაა” – მღვდელი ლეონ გელოვანი

23-09-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

უკ­რა­ი­ნის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მღვდე­ლი ლეონ გე­ლო­ვა­ნი კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის­თვის წე­სის აგე­ბის სა­კი­თხზე ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც ის წერს, წე­სის აგე­ბამ მცდა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბე­ბი შე­ი­ძი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

“ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ გარ­დაც­ვლი­ლის­თვის ე.წ. წე­სის აგე­ბამ ასე­თი მცდა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბე­ბი შე­ი­ძი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ერთი მხრივ, ზო­გი­ერ­თის­თვის ეს წესი ადა­მი­ა­ნის ცხო­ნე­ბის ან წარ­წყმე­დის გა­რან­ტი­ას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ხოლო მე­ო­რე მხრივ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს მხრი­დან, უკვე მე­რამ­დე­ნედ, მისი ნიშ­ნის მო­გე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბა ხდე­ბა – “რომ არ გვი­ჯე­რებ­დით, ვერ მი­ი­ღებთ” პრინ­ცი­პით.

“წე­სის აგე­ბა” ის სა­ეკ­ლე­სიო ლოც­ვი­თი წე­სია, რო­მელ­საც ეკ­ლე­სი­ის ტრა­დი­ცი­ით, მღვდე­ლი აღას­რუ­ლებს გარ­დაც­ვლი­ლი ქრის­ტი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის. რე­ა­ლუ­რად, ერ­თა­დერთ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი, ეკ­ლე­სი­ამ გარ­დაც­ვლილს წესი აუ­გოს, თუ კი ამ უკა­ნას­კნელ­მა სი­ცო­ცხლე­ში დაგ­მო ქრის­ტი­ა­ნო­ბა და ასე ვთქვათ, უარი უთხრა ღმერ­თს პირ­და­პირ და ცხა­დად, არა რო­მე­ლი­მე, თუნ­დაც დიდი ცოდ­ვით, სა­ვალ­დე­ბუ­ლო ჯა­რის­თვის თა­ვის არი­დე­ბის მი­ზე­ზით აღე­ბუ­ლი სა­ბუ­თით და ა.შ.

ასე­ვე, არ არ­სე­ბობს წე­სის აგე­ბა ან მოხ­სე­ნი­ე­ბა სქე­სის მი­ხედ­ვით გან­სხვა­ვე­ბუ­ლად, მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი პრობ­ლე­მა აქვს სქეს­თან, გენ­დერ­თან, თა­ნას­წო­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ მსგავ­სი ნამ­დვი­ლად არა. შე­სა­ბა­მი­სად, ეს, ასე ვთქვათ, უხერ­ხუ­ლო­ბაც სა­ერ­თოდ არ დად­გე­ბო­და ეკ­ლე­სი­ის­თვის წე­სის აგე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

ნე­ბის­მი­ერ მღვდელს, რო­მელ­საც სამ­რევ­ლო­ში უმ­სა­ხუ­რია, აუ­ცი­ლებ­ლად ექ­ნე­ბო­და შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ლი­ტურ­გი­ი­სას, პა­ნაშ­ვი­დი­სას, სხვა­დას­ხვა ლოც­ვი­სას მო­უხ­სე­ნი­ე­ბია ისე­თი სა­ხე­ლი, რომ­ლი­თაც შე­უძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლა სქე­სის გარ­კვე­ვა, თუმ­ცა ეს პრობ­ლე­მას, რა თქმა უნდა, არას­დროს წარ­მო­ად­გენს.

ამ დე­ტა­ლებს ვწერ არა ტრანსფო­ბი­უ­რი გან­წყო­ბით, არა­მედ იმი­ტომ, რომ მსურს, ცხა­დად გან­ვმარ­ტო, რამ­დე­ნად მარ­ტი­ვად იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის მხრი­დან წე­სის აგე­ბა ყო­ველ­გვა­რი უხერ­ხუ­ლო­ბე­ბის გა­რე­შე. რო­გორც ვიცი, კე­სა­რია სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში იყო მო­ნათ­ლუ­ლი და სი­ცო­ცხლე­ში არას­დროს უა­რუყ­ვია ეს რწმე­ნა, შე­სა­ბა­მი­სად, მის­თვის წე­სის აგე­ბა არა მხო­ლოდ და­საშ­ვე­ბი, არა­მედ ამ ეკ­ლე­სი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც კი არის.

მე მგო­ნია, რომ პავ­ლე მო­ცი­ქულ­მა უკეთ იცის, რა ხდე­ბა ღვთის სამ­ყო­ფელ­ში:”26. რად­გან ყვე­ლა­ნი ღვთის შვი­ლე­ბი ხართ იესო ქრის­ტეს რწმე­ნით.27. ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა­ნი, ვინც ქრის­ტე­ში მო­ი­ნათ­ლეთ, ქრის­ტე­თი­ვე შე­ი­მო­სე­ნით.28. აღარ არის იუ­დე­ვე­ლი, აღარც ბერ­ძე­ნი, აღარც მონა და აღარც თა­ვი­სუ­ფა­ლი, აღარც მამ­რი და აღარც მდედ­რი, რად­გა­ნაც ყვე­ლა­ნი ერთი ხართ ქრის­ტე იე­სო­ში.” – წერს სა­სუ­ლი­ე­რო პირი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები