თუ Yandex-ით მგზავრობთ ან ტაქსაობთ, რუსეთს თქვენი ინფორმაცია აქვს!

სახელი არ არის მითითებული
Aa

„შემოწმებისას დადგინდა, რომ ინტერნეტ კავშირის მონიტორინგის პროცესში აპლიკაცია დაუკავშირდა რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებს. შპს „რაიდტექ ჯორჯიას“, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს Yandex GO-ს და Yandex PRo-ს მომსახურებას, იმგვარად აქვს ორგანიზებული აპლიკაციის საშუალებით საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების დამუშავების ტექნიკური პროცესი, რომ მისი გამართულად ფუნქციონირებისას რუსეთის მდებარე სერვერებთან ქსელური კავშირის დამყარების დროს სერვერებისათვის ცნობილი ხდება აპლიკაციის მოწყობილობის გლობალური ქსელური მისამართი/IP Address, შესაბამისად, სახეზეა ქსელური მისამართის/IP Address- ის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის (ხელმისაწვდომობის) ფაქტი". - აცხადებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

წყარო: პუბლიკა


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები