SpaceX-ს 2026 წლამდე მარსზე 5 ხომალდის გაშვება უნდა

23-09-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

2026 წლამდე SpaceX-ის მარსზე 5 ხომალდის გაშვებას აპირებს. კომპანიის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებით, თუ Starship-ის ხომალდების უპილოტო მისიები წარმატებით დაეშვება, მაშინ 4 წელიწადში შესაძლებელია ეკიპაჟის თანხლებით მისიების განხორციელება.

ბიზნესმენი ასევე წარმოების და მარსის მიმართულებით SpaceX-ის რეისების გეომეტრიული პროგრესიით ზრდას პროგნოზირებს.

„გვსურს, რომ ნებისმიერმა, ვისაც კოსმოსში მოგზაურობა უნდა, შეძლოს მარსზე გამგზავრება. საბოლოო ჯამში, მარსზე ათასობით Starship-ის ხომალდი გაემგზავრება და ეს ჩინებული სანახაობა იქნება“, - დაწერა მილიარდერმა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები