"მას უწოდებენ არა ქორწინებას, არამედ მრავალქორწინებას და უფრო კი სიძვას" - რას ამბობს მოძღვარი ჯვრისწერის საიდუმლოზე და შეიძლება თუ არა ჯვარდაუწერელი წყვილის შვილის მონათვლა

22-09-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ინ­ტერ­ვიუ მამა ან­დრია სა­რი­ას­თან ჯვრის­წე­რის სა­ი­დუმ­ლო­ზე ჩავ­წე­რეთ. რა ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე იწე­რენ ჯვარს. ეს თემა თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს, რად­გან ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ეკ­ლე­სიო წე­სით და­ქორ­წი­ნე­ბას რამ­დენ­ჯერ­მე ცდი­ლო­ბენ.

მამა ან­დრია გვი­ზი­ა­რებს ეკ­ლე­სი­ის სწავ­ლე­ბას, ჯვრის­წე­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და იმ პი­რო­ბას, რო­მე­ლიც მორ­წმუ­ნე­თა ქორ­წი­ნე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბულ სიწ­მინ­დეს ანი­ჭებს.

მისი პა­სუ­ხე­ბი არა მხო­ლოდ რე­ლი­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, არა­მედ სუ­ლი­ე­რი და ზნე­ობ­რი­ვი კუ­თხი­თაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ჯვრის­წე­რა მორ­წმუ­ნე­თათ­ვის არა მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რი რი­ტუ­ა­ლია, არა­მედ ღრმა, წმინ­და და მა­რა­დი­უ­ლი კავ­ში­რი.

- მა­მაო, რას ნიშ­ნავს ჯვრის­წე­რის სა­ი­დუმ­ლო, რამ­დე­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ო­ჯა­ხე­ბულ­მა წყვილ­მა შვი­ლის შე­ძე­ნამ­დე ჯვა­რი და­ი­წე­როს?

- სი­ტყვა "სა­ი­დუმ­ლოს" ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. რო­დე­საც მა­ცხო­ვა­რი მი­ვი­და კა­ნა­ში და ქორ­წი­ლი აკურ­თხა, პავ­ლე მო­ცი­ქულ­მა გა­ი­მე­ო­რა უფ­ლის სი­ტყვე­ბი რო­მე­ლიც ადამ­ზე და ევა­ზე იყო ნათ­ქვა­მი, თუმ­ცა ოდ­ნა­ვი და­მა­ტე­ბით: “ამისთჳს და­უ­ტე­ოს კაც­მან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შე­ე­ყოს ცოლ­სა თჳსსა და იყ­ვნენ ორ­ნი­ვე იგი ერთ ჴორც… სა­ი­დუმ­ლოჲ ესე დიდ არს

რო­მის სა­მარ­თლ­მა გა­ა­ფარ­თო­ვა სა­ი­დუმ­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ბა და ორ ადა­მი­ანს შო­რის და­დე­ბულ ფიცს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას სა­ი­დუმ­ლო უწო­და, აქი­დან იღებს ქორ­წი­ნე­ბის შე­თან­ხმე­ბაც სა­ი­დუმ­ლოს სა­ხელს.

ქორ­წი­ნე­ბის სა­ი­დუმ­ლოს აქვს ღრმა მნიშ­ვნე­ლო­ბა, რაც ასა­ხავს ქორ­წი­ნე­ბულ­თა ურ­თი­ერ­თო­ბას ღმერ­თთან. ქორ­წი­ნე­ბა­ზე მათე მა­ხა­რე­ბე­ლი წერს, მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თად ცხოვ­რე­ბის უკვე სა­ი­დუმ­ლო­ე­ბაა და ღმერ­თი აერ­თებს მათ, რო­გორც ადამ­სა და ევას.

ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას ძველ დრო­ში წინ უძღო­და ნიშ­ნო­ბა, რო­მე­ლიც იყო სა­მო­ქა­ლა­ქო აქტი და სრულ­დე­ბო­და ად­გი­ლობ­რი­ვი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი­სა და წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, რამ­დე­ნა­დაც, რა თქმა უნდა, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ქრის­ტი­ა­ნე­ბის­თვის. ნიშ­ნო­ბა სა­ზე­ი­მოდ ხდე­ბო­და მრა­ვა­ლი მოწ­მის თან­დას­წრე­ბით, რომ­ლებ­მაც და­დეს სა­ქორ­წი­ნო კონ­ტრაქ­ტი. ეს უკა­ნას­კნე­ლი იყო ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავ­და მე­უღ­ლე­თა ქო­ნებ­რივ-სა­მარ­თლებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბებს. ნიშ­ნო­ბის ცე­რე­მო­ნი­ას ახ­ლდა სიძე-პა­ტარ­ძლის ხე­ლე­ბის შე­ერ­თე­ბის რი­ტუ­ა­ლი, გარ­და ამი­სა, საქმრო პა­ტარ­ძალს აჩუ­ქებ­და ბე­ჭედს, რო­მე­ლიც მზად­დე­ბო­და რკი­ნის, ვერ­ცხლის ან ოქ­როს­გან - საქმროს სიმ­დიდ­რის მი­ხედ­ვით.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები