"შესაძლებელია, რომ მტკვარზე საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა იმოძრაოს და ერთი წერტილიდან მეორეში 5 წუთში მოხვდეს ადამიანი" - იდეა, რომელმაც შესაძლოა, თბილისში საცობი განტვირთოს

22-09-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

მოძ­რა­ო­ბის, "ჩემი ქა­ლა­ქი მკლავს“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, გი­ორ­გი ჯა­ფა­რი­ძემ რა­დიო "პა­ლიტ­რას“ გა­და­ცე­მა­ში "თქვე­ნი დრო“ თბი­ლის­ში სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ტი­კა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ქა­ლაქს, ტრამ­ვა­ის და­მა­ტე­ბა და მტკვარ­ზე სა­ზო­გა­დობ­რი­ვი ტრან­სპო­ტის მოძ­რა­ო­ბის შექ­მნა, სა­ცო­ბე­ბის გან­ტვირ­თვა­ში ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რე­ბა.

მისი თქმით, მტკვარ­ზე არის ძვე­ლი გა­ჩე­რე­ბე­ბი, რო­მელ­თა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ან ახ­ლის გა­კე­თე­ბა რთუ­ლი არ იქ­ნე­ბა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ავტობუსის ზოლებს, რაზეც ბევრი გვაკრიტიკებდა, თუმცა ბევრ ქალაქშია ავტობუსის ზოლები და მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსმა უწყვეტად იმოძრაოს. როდესაც დასრულდება სატრანსპორტო დერეფნის გაკეთება, ჩვენ გვინდა რომ მოვითხოვოთ ტრამვაის დამატება და ავტობუსმა და ტრამვაიმ იმოძრან ერთ ზოლში.

ასევე ჩვენი ერთ-ერთი პროექტია მტკვარზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. მტკვარი არის ასათვისებელი. ძალიან მარტივად, შესაძლებელია, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა იაროს მტკვარზე. ძველი გაჩერებებია, რომელთა რეაბილიტაციაც და ახლის გაკეთებაც ძალიან მარტივად არის შესაძლებელი, რათა უწყვეტ რეჟიმში იმოძრაოს ტრანსპორტმა და ერთი წერტილიდან მეორეში 5 წუთში მოხვდეს ადამიანი“,- განაცხადა გიორგი ჯაფარიძემ


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები