სპეცრაზმელმა სასტიკად სცემა მეზობელი: რა მოხდა სამეგრელოში - საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

21-09-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ, სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ონ­ში, მო­ქა­ლა­ქის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის, მუ­ქა­რი­სა და იძუ­ლე­ბის ფაქ­ტებ­ზე, მხი­ლე­ბუ­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მელს, 2022 წლი­დან მის მე­ზო­ბელ­თან კონ­ფლიქ­ტი ჰქონ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე, 2024 წლის 10 აგ­ვის­ტოს, ბრალ­დე­ბულს და და­ზა­რა­ლე­ბულს სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­დათ, რაც ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, კერ­ძოდ, სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა და მის­მა ოჯა­ხის წევ­რმა მათი მე­ზო­ბე­ლი-და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და­აგ­დეს მი­წა­ზე და სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს. ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად, და­ზა­რა­ლე­ბულ­მა სის­ხლმდე­ნი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. ამას­თან ძა­ლა­დო­ბის შემ­დეგ, ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით, სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქ­რა და­ზა­რა­ლე­ბულს, თუ ეს უკა­ნას­კნე­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბა­ში გა­ნა­ცხა­დებ­და.

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მო­მარ­თვის­თა­ნა­ვე, გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ა­ტა­რა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ხა­რის­ხის დად­გე­ნის მიზ­ნით და­ნიშ­ნუ­ლია სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა. გა­მო­ი­კი­თხნენ საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბი, ჩა­ტარ­და საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის, სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რი­სა და იძუ­ლე­ბის ფაქ­ტებ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი დად­გე­ნი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­მარ­თალ­დამ­ცავს და მის ოჯა­ხის წევ­რს წა­რედ­გი­ნათ ბრალ­დე­ბე­ბი.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 126-ე მუხ­ლის 1 (პრი­მა) ნა­წი­ლის “ბ” ქვე­პუნ­ქტით, 150-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი­თა და 151-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

და­ნა­შა­უ­ლი 2 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები