როგორ უნდა გაიზარდოს პენსია

19-09-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

არჩევანი მედიკამენტებსა და საკვებს შორის - პენსიონერები წლებია ამ დილემის წინაშე დგანან. ის თანხა, რომელსაც მათ სახელმწიფო უხდის, პრაქტიკულად შიმშილობის განაჩენია. “ოცნება“ მმართველობიდან 12 წლის თავზეც ვერ აძლევს პირობას უფროს თაობას, რომ მათ ღირსეული სიბერე ექნებათ. კოალიციის გეგმა, როგორ უნდა გახდეს პენსია 1000 ლარი, დღეს ძლიერი საქართველოს ლიდერმა პენსიონერებს გააცნო. მათი თქმით, საპენსიო ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი წყარო სათამაშო ბიზნესის 25 %-ით დაბეგვრა იქნება.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები