"კაცი უნდა იყოს კაცი, ქალი უნდა იყოს ქალი, კაცს უნდა ერქვას კაცი, ქალს უნდა ერქვას ქალი" - კობახიძე

18-09-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ე.წ. ლგბტ პრო­პა­გან­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კა­ნო­ნი ეძღვნე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის, ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის, არას­რულ­წლო­ვან­თა ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას. როცა ამა­შიც კი ეძებ უარ­ყო­ფით მხა­რეს, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ რა­ღაც არას­წო­რი გინ­და ამ ქვეყ­ნის­თვის , - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­პა, პირ­ველ რიგ­ში, გამჭვირ­ვა­ლო­ბას, ტრა­დი­ცი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებს, ქრის­ტი­ა­ნულ ფა­სე­უ­ლო­ბებს ნიშ­ნავს.

"ჯერ ჩვენ მი­ვი­ღეთ „გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი, გამჭვირ­ვა­ლო­ბა არის ერთ-ერთი ფუნ­და­მენ­ტუ­რი, ევ­რო­პუ­ლი პრინ­ცი­პი და სრუ­ლი­ად უტიფ­რად ეს კა­ნო­ნი გა­მოგ­ვი­ცხა­დეს რუ­სულ კა­ნო­ნად. ახლა ჩვენ მი­ვი­ღეთ მე­ო­რე კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც აწეს­რი­გებს უმარ­ტი­ვეს რა­მეს, კაცი უნდა იყოს კაცი, ქალი უნდა იყოს ქალი, კაცს უნდა ერ­ქვას კაცი და ქალს უნდა ერ­ქვას ქალი და ამა­საც გვი­ცხა­დე­ბენ რუ­სულ კა­ნო­ნად. ეს არის კი­დევ ერთი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რი მოვ­ლე­ნა. არ შე­იძ­ლე­ბა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­ქმა­ში ევ­რო­პა ასო­ცირ­დე­ბო­დეს გა­უმჭვირ­ვა­ლო­ბა­სა და ლგბტ პრო­პა­გან­დას­თან, ეს არას­წო­რია.

ეს, რა თქმა უნდა, არ წა­ად­გე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის იმიჯს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ჩვენს აღ­ქმა­ში, რა თქმა უნდა, ევ­რო­პა ნიშ­ნავს, პირ­ველ რიგ­ში, გამჭვირ­ვა­ლო­ბას, ტრა­დი­ცი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებს, ქრის­ტი­ა­ნულ ფა­სე­უ­ლო­ბებს. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლე­ბი იმი­ტომ მი­ილ­ტვოდ­ნენ ევ­რო­პის­კენ, რომ ჩვენ გვა­ერ­თი­ა­ნებ­და სა­ერ­თო ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კულ­ტუ­რა. როცა ამის სა­პი­რის­პი­როდ შენ გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ევ­რო­კავ­ში­რი დღეს, თით­ქოს, არის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის სა­პი­რის­პი­რო მოვ­ლე­ნა, ეს მი­უ­ღე­ბე­ლია.

გვჯე­რა, რომ რაც აერ­თი­ა­ნებს ევ­რო­პას, ეს არის, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი. სწო­რედ ამას ეძღვნე­ბა ის კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლია. ეძღვნე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის, ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის, არას­რულ­წლო­ვან­თა ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას. როცა ამა­შიც კი ეძებ უარ­ყო­ფით მხა­რეს, ეს ნიშ­ნავს იმას, რომ რა­ღაც არას­წო­რი გინ­და ამ ქვეყ­ნის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები