„მადლობა ადამიანობისთვის, წესიერებისთვის, უბრალოებისთვის, სიკეთისთვის…“ - ნიკო ნანიტაშვილი ზურა ბერიკაშვილს ემშვიდობება

16-09-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

მსახიობი ზურა ბერიკაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დღეს, 16 სექტემბერს დაკრძალეს - მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი საბურთალოზე მდებარე ამაღლების ეკლესიაში მიმდინარეობდა. შეკრებილმა საზოგადოებამ მსახიობი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილა.

იგი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბერიკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა.

მსახიობის სიძე ნიკო ნანიტაშვილმა სოციალურ ქსელში მას ემშვიდობება და სტატუსს აქვეყნებს.

„მადლობა ადამიანობისთვის, წესიერებისთვის, უბრალოებისთვის, სიკეთისთვის… ბერიკ“, - წერს ნიკო ნანიტაშვილი.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები