ზურა ბერიკაშვილი დაკრძალეს - რა ხდებოდა მსახიობის დაკრძალვაზე

16-09-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

მსახიობი ზურა ბერიკაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს - მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი საბურთალოზე მდებარე ამაღლების ეკლესიაში მიმდინარეობდა. შეკრებილმა საზოგადოებამ მსახიობი უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილა.

ბერიკაშვილს პატივი მოქალაქეებმა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მიაგეს, მათ შორის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა.

ზურა ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბერიკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა.

ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები