დონალდ ტრამპის სიახლოვეს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს - რა ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის და პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის სიახლოვეს სროლა იყო - ამის შესახებ სააგენნტო "როიტერსი" ტრამპის საარჩევნო შტაბზე დაყრდნობით წერს.
მათივე ცნობით შემთხვევა 15 სექტემბერს, გოლფის კლუბში მოხდა და ტრამპი უსაფრთხოდაა.
"პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდაა მას შემდეგ, რაც მის სიახლოვეს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს", - აცხადებენ პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბში.
არსებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, გოლფის კლუბში მყოფი პირები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და სწორედ ამ დროს ახლომდებარე ტერიტორიაზე დონალდ ტრამპიც იმყოფებოდა.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები