"მშენებლობიდან დავიწყე, შემომხედეთ ახლა!" - ნინი შერმადინის ემოციური პოსტი მერაბ დვალიშვილის გამარჯვებაზე

15-09-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი მერაბ დვალიშვილის ჩხუბს ლაივში აყურებინებდა ქართველებს:

"ლაივები დაბლოკა facebook - მა იმედია ძალიან არ გაგიყრუეთ ყურები ჩემი კივილით, გილოცავ საქართველო! ქამარი ჩვენია!!!!!!! მერაბ, შენ გენაცვალე მე მაგ ქართულ გულში! "მშენებლობიდან დავიწყე, შემომხედეთ ახლა! მე ჩემპიონი ვარ! ყველაფერი შესაძლებელია" - მადლობა ჩემპიონო! დღეს გამოვცადე საკუთარ თავზე, როგორ გეკეცება მუხლები სიხარულით! არ ვიცი, ეს რა განცდაა! ამაზე დიდი სიამაყე და ბედნიერება არ არსებობს! საოცარი განცდაა! მადლობა მეგობარო! კარგო კაცო! ძალიან ამაყი ვარ და ნამდვილად პატივია, რომ გიცნობ! ყველას გვიყვარხარ!

ასე გამოვიყურები ლაივის მერე. შეშლილი ჯონი არ ვიცი, მაგრან მე ვარ გიჟი ნინო, იცნობდეთ"

- წერს შერმადინი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები