გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლესი ინფორმაცია ვრცელდება

14-09-2024
სახელი არ არის მითითებული
Aa

ჩემპიონშიფის მეხუთე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „კოვენტრის“ უმასპინძლა და თამაში – 1:1 დასრულდა. შესვენების შემდეგ „უოტფორდმა“ იერიშები გააგრძელა, ქართველი მეურვეს გაექცა და კარის წინ უმეთვალყურეოდ დატოვებულ დელე-ბაშირუს საგოლე პასი გაუკეთა. მე-80 წუთზე ჩაკვეტაძემ სრულიად უწყინარ სიტუაციაში ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე ქოვენთრისთან მატჩის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.

ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი წელის ტკივილის გამო ვერ გააგრძელა, მას მუხლის ტრავმა არ აქვს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები