„წავიდა ჩემი ბავშვობაც, ახალგაზრდობაც, სიბერის გატარება აღარ დაგვცალდა ზური, დაცარიელდება ჩვენი ეზო უშენოდ… “ – მსახიობს მეგობრები ემშვიდობებიან
55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა.
უნიჭიერესი მსახიობი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა.
ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო.
მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.
მსახიობს ემშვიდობებიან ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები, მისი თაყვანისმცემლები, სოციალურ ქსელში არ წყდება სამძიმრის წერილები:
„წავიდა ჩემი ბავშვობაც, ახალგაზრდობაც, სიბერის გატარება აღარ დაგვცალდა ზური💔დაცარიელდება ჩვენი ეზო უშენოდ… “ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მსახიობი თამარ მაყაშვილი წერს და გარდაცვლილი მსახიობის ფოტოს ავრცელებს.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები