"გიორგის 3 შვილი ჰყავს, მათ შორის 2 - პირველი ქორწინებიდან. გიჟი მამაა... მეუღლემ თამაშზე ისე ინერვიულა... - რას ჰყვება გიორგი გველესიანის დედა

11-09-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

გიორგი გველესიანის დედა კვირის პალიტრისთვის: 

- გიორგის ოჯახზე რას გვეტყვით?

- გიორგის ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს, ლინდა კიკოლაშვილი. ჩემი რძალი მეგობართან ერთად, ჩემი ქალიშვილი და სიძე დორტმუნდში იყვნენ. ველაპარაკე და მითხრეს, - ლინდამ ისე ინერვიულა, ძლივს მოვასულიერეთო, მან ხომ იცის გიორგის განწყობა. ისეთი მოწყურებული იყო თამაშს, მოედანზე შევარდა, თურმე მანამდე რაღაც შემოწმება უნდა გაევლო და ეს დაავიწყდა.

- 3 შვილი ჰყავს, მათ შორის 2 - პირველი ქორწინებიდან. გიჟი მამაა, საოცრად ყურადღებიანი და მზრუნველი. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ბავშვებთან ახლოს ხშირად ვერ არის, მათი აღზრდის საქმეში თავიდან ბოლომდე ჩართულია, ყველა დეტალი იცის. მშობელთა ჯგუფშია გაწევრებული და ყველაფრის საქმის კურსშია. ბიჭი ფეხბურთზე დადის და იცის, რომელ დღეს, რომელ საათზე აქვს ვარჯიში. ასე შორს იყო ამდენი წელი და შვილების ყველა ნაბიჯი იცოდე? გიორგისნაირი მამა არც შემხვედრია.

წყარო: კვირისპალიტრა



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები