ერთი პატარა ოთახი გვქონდა... გაგიჟდა და გვითხრა, მონახეთ ბინაო - რას ჰყვება გიორგი ჩაკვეტაძის დედა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის დედა, მთვარისა რუხაძე "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში გიორგის ბავშვობაზე და იმ სირთულეებზე საუბრობს, რაც გიორგიმ გაიარა.
"ერთი ღამეც კი არსად ჰქონდა გათენებული მშობლების გარეშე
10 წლის იყო, დინამოს აკადემიაში რომ წავიდა, იქ იძინებდა მაგრამ დედასთან უნდოდა წამოსვლა. გივი ლომიძე იყო მწვრთნელი, როცა მისი "ფინტები“ ნახა, ეუბნება, ბიჭო, შენ რა გვარი ხარო. გიორგიმ უთხრა, მე ჩაკვეტაძე ვარო, რაზეც მწვრთნელმა მიუგო - შენ ჩაკვეტაძე კი არა, მესხი ხარო.
კრიშტიანუ რონალდუს განსაკუთრებული ფანი იყო.
"ბელგიას სურდა, გიორგის წაყვანა. ჩამოვიდნენ, სახლში მოვიდნენ, უნდა ვნახოთ, სად ცხოვრობსო. ერთი პატარა ოთახი გვქონდა. ბიჭები იქ ცხოვრობდნენ, სამივე.
გაგიჟდა და გვითხრა, ახლა წადითო, მონახეთ ბინაო და მე ვყიდულობო, ეს ბინა გვიყიდეს მერე ბელგიელებმა", - ამბობს ფეხბურთელის დედა.