გულშემატკივარმა იცის, რომ ჩემს შესახებ სიცრუე გამოქვეყნდა, სახლი კრედიტით ვიყიდე და... - რას ამბობს ბაბი კირკიტაძე

07-09-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

"ღა­მის შოუს ბენ­დის" ერთ-ერთი წევ­რი ბაბი კირ­კი­ტა­ძე რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა, მას შემ­დეგ რაც გა­ირ­კვა, რომ კას­პის მე­რი­ამ ბაბი კირ­კი­ტა­ძეს 12 000 ლარი ჩა­უ­რი­ცხა. მე­რი­ის ფი­ნან­სუ­რი სამ­სა­ხუ­რის დო­კუ­მენ­ტებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მომ­ღე­რალ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" "ღა­მის შოუს ბენ­დის" მომ­სა­ხუ­რე­ბის გამო მი­ი­ღო...

აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნაა, რო­მე­ლიც ოც­ნე­ბა­ზე მე­ტად სა­ჭი­რო­ე­ბას წარ­მო­ად­გენ­და ჩემ­თვის. ჩემს ოჯახს თბი­ლის­ში სახ­ლი არ ჰქონ­და და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქი­რით ვცხოვ­რობ­დით. ქი­რა­ში გა­დახ­დი­ლი ფული გა­დაყ­რი­ლია. ძა­ლი­ან გვინ­დო­და სახ­ლი გვქო­ნო­და, სა­დაც მთე­ლი ოჯა­ხი ერ­თად ვი­ცხოვ­რებ­დით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს სახ­ლი უზარ­მა­ზა­რი კრე­დი­ტით არის ნა­ყი­დი, მა­ინც ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, რად­გან ვი­ცით, რომ ყო­ველ­თვე გა­დახ­დი­ლი თან­ხა, ჰა­ერ­ში არ იკარ­გე­ბა. დე­და­ჩე­მი ისე­თი გა­ხა­რე­ბუ­ლია, რომ მარ­ტო ამი­ტომ ღირ­და ეს ნა­ბი­ჯი გა­დაგ­ვედ­გა. ამ სახ­ლმა ჩვენს ოჯახ­ში ძა­ლი­ან დიდი სიმ­შვი­დე შე­მო­ი­ტა­ნა და ეს უკვე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. 


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები