"ეს ის ადამიანია, რომელსაც ეკრანზე ვხედავთ?!" - ცნობილი თურქი მსახიობი წარსულში და ახლა, ის უარყოფს, რომ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა
თურქ მსახიობ სილა თურქოღლუს ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს. მსახიობობა 2018 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად სერიალ Ağlama Anne-ში გამოჩნდა. 2019 წელს სერიალ Yemin-ში ითამაშა, ხოლო მალევე სერიალში Emanet სეჰერის როლი შეასრულა.
ეს ის სერიალია, სადაც ამჟამად ქართველი მსახიობი, ნანუკა სტამბოლიშვილი თამაშობს, ნანა სერიალში მას შემდეგ ჩაერთო, რაც სილა თურქოღლუმ მასში მონაწილეობაზე უარი თქვა. აღნიშნულ სერიალში ის ხანგრძლივად თამაშობდა და 416 ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა.
სილას ფანების ნამდვილი არმია ჰყავს, რომლებიც სოციალურ ქსელებში ძალიან აქტიურები არიან და საყვარელი მსახიობის მიმართ უამრავ მხარდასაჭერ პოსტს წერენ.
ამ ეტაპზე ის მონაწილეობს პოპულარულ თურქულ სერიალში სახელდა - "შერბეთი", სადაც დოღა ქორქმაზის როლს ასრულებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული თურქული სერიალია, რაც ბოლო დროს გადაუღიათ. სერიალი უკვე პოპულარულია საქართველოშიც.
თურქული მედია ხშირად წერს სილას გარეგნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მისი სილამაზე პლასტიკური ოპერაციების დამსახურებაა. მედიაში გავრცელდა მსახიობის ძველი ფოტო, სადაც ჩანს, რომ ახლანდელი და ძველი სილა ვიზუალურად ძალიან განსხვავდებიან. ეს თემა თურქეთში ნამდვილ სკანდალად იქცა. ბევრმა მსახიობი გააკრიტიკა, თურქეთის საზოგადოების ნაწილისთვის მსგავსი ჩარევები მიუღებელია, თუმცა ბევრმა დაიცვა სილა და მხარდაჭერა გამოუცხადა.
სილა თურქოღლუს ჟურნალისტებმა ამ თემაზე კითხვაც დაუსვეს და ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა მას გაკეთებული პლასტიკური ოპერაციები, რასაც მსახიობმა ასე უპასუხა - "არა, პლასტიკური ოპერაციები არასდროს გამიკეთებია“, - თქვა მსახიობმა.
თურქული სერიალების ფანებს მიუხედავად ამ განმარტებისა, არ სჯერათ, რომ სილას გარეგნობა ბუნებრივია.