რა გველის საქართველოში - კავკასიონის მყინვარების ნაწილი ბოლო 4 წლის განმავლობაში 110-150 მეტრითაა სიგრძეში შემცირებული

07-09-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

გლაციოლოგი ლევან ტიელიძე amebeb-ს ესაუბრა და კავკასიონის მდგომარეობაზე განაცხადა:

- ჩვე­ნი ჯგუ­ფის მიერ კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ უკვე არა­ერ­თი სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვაა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. თუმ­ცა ეს საკ­მა­რი­სი ნად­ვი­ლად არაა და ვცდი­ლობთ, რომ გლა­ცი­ო­ლო­გი­უ­რი ში­ნა­არ­სის კვლე­ვე­ბი უწყვე­ტად მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს. კი­დევ ერთი კვლე­ვა, რო­მე­ლიც ახლო მო­მა­ვალ­ში გა­მო­ვა, ეფუძ­ნე­ბა გე­ო­დე­ზი­უ­რი მა­სის ბა­ლან­სის მო­ნა­ცე­მებს რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მას­შტა­ბით და ფა­რავს კავ­კა­სი­ო­ნის ყვე­ლა მყინ­ვა­რულ ხე­ო­ბას. სა­ერ­თო ჯამ­ში კვლე­ვა აა­ნა­ლი­ზებს ორი­ა­თა­სამ­დე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მყინ­ვა­რის მდგო­მა­რე­ო­ბას 1953-2023 წლებ­ში. ვი­ნა­ი­დან მო­ნა­ცე­მე­ბი ჯერ კი­დევ და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­შია, ყვე­ლა შე­დეგს აქ ვერ გა­გი­ზი­ა­რებთ, მაგ­რამ წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით გე­ტყვით, რომ 1953-2023 წლებ­ში კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 21 კუ­ბუ­რი კი­ლო­მეტ­რით შემ­ცირ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით დრა­მა­ტუ­ლია ბოლო 13 წელი (2010-2023), რო­დე­საც მყინ­ვა­რე­ბის მო­ცუ­ლო­ბამ 11 კუ­ბუ­რი კი­ლო­მეტ­რით და­იკ­ლო, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 9 გე­გა­ტო­ნა წყლის ექ­ვი­ვა­ლენ­ტია.

მყინ­ვარ კირ­ტი­შოს შემ­ცი­რე­ბა 2020-2024 წლებ­ში. წი­თე­ლი კონ­ტუ­რით ნაჩ­ვე­ნე­ბია მყინ­ვა­რის სა­ზღვრე­ბი 2020 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით. Planet-ის სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თი (19/08/2024)

მა­სის ბა­ლან­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, ვაკ­ვირ­დე­ბით მყინ­ვა­რე­ბის სიგ­რძე­ში შემ­ცი­რე­ბის ტენ­დენ­ცი­ას. ამ­ჟა­მად 2024 წლის სა­ტე­ლი­ტურ სუ­რა­თებ­ზე დაყ­რდნო­ბით ვა­კე­თებთ შე­და­რე­ბას კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის ბოლო ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ას­თან, რო­მე­ლიც 2020 წლის კოს­მო­სუ­რი სუ­რა­თე­ბის სა­ფუძ­ველ­ზეა შედ­გე­ნი­ლი. შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ დნო­ბის ტენ­დენ­ცია ბოლო წლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბი­თაა მო­მა­ტე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად ისე­თი მყინ­ვა­რე­ბი, რო­გო­რი­ცაა გერ­გე­ტი (ყაზ­ბეგ­ში), ბოყო, კირ­ტი­შო, ედე­ნა (რა­ჭა­ში), ხალ­დე, ას­მა­ში, ჭა­ლა­ა­დი (სვა­ნეთ­ში), ბოლო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 110-150 მეტ­რი­თაა სიგ­რძე­ში შემ­ცი­რე­ბუ­ლი, რაც ასეთ მოკ­ლე დრო­ში უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის­თვის.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები