“მამას ქაბაბ-კაფე ჰქონდა, დედა კი…” – ქალების თურქი გულთამპყრობელის უცნობი ამბები – რა ცხოვრება გაიარა ბურაკ ოზჩივიტმა პოპულარობამდე

06-09-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ყველასათვის საყვარელი პოპულარული ადამიანები, ზოგჯერ ახალგაზროდბაში ძალიან უხერხულად გამოიყურებოდნენ, არც ისე შთამბეჭდავად, როგორც მათ, პოპულარობის პერიოდში, საზოგადოება ხედავს. ზოგი მათგანი საკუთარი არასტანდარტული გარეგნობის გამო განიცდიდა კიდეც. ასე იყო ყველასათვის საყვარელი, თურქი მსახიობის ბურაკ ოზჩივიტის შემთხვევაშიც, რომელიც ბავშვობაშიც თანატოლებისგან არაფრით არ გამოირჩეოდა.

მისი ოჯახი ცხოვრობდა მერსინში, სკოლაც იქ დაამთავრა. მამას ქებაბ-კაფე ჰქონდა და სახლში იშვიათად იყო. საშინაო საქმეებს კი მომავალი მსახიობის დედა – ჯეიხანი უძღვებოდა.

უკვე მოზრდილმა ბურაკმა გადაწყვიტა სოციალურად აქტიური ცხოვრება დაეწყო. აქტიურად დადიოდა თანატოლებთან ერთად საფეხბურთო მოედანზე და სავარჯიშო დარბაზში.

სკოლის დასრულების შემდეგ, ბურაკის ოჯახი სტამბულში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მას მეტი შესაძლებლობა მიეცა საკუთარი თავის რეალიზებისთვის. თითქოს იგრძნოს, რომ დადგა დრო, მის ბავშვობის ოცნების ასრულებისთვის.

ბურაკის მამამ, ტელევიზიით მოდების ჩვენების ყურებისას, განაცხადა, რომ მის შვილს ჰქონდა შანსი, სამოდელო ბიზნესში დიდი წარმატებისთვის მიეღწია. ერთი სიტყვით, ბურაკ ოზჩივიტი სამოდელო კარიერას შეუდგა.

უკვე 2003 წელს, ამ ქაოტურმა და ერთი შეხედვით მოუწესრიგებელმა ბიჭმა ,,თურქეთის საუკეთესო მოდელის“ პრიზი მოიგო, ხოლო 2 წლის შემდეგ, იმავე ნომინაციაში მეორე ადგილი მოიპოვა, მხოლოდ მსოფლოი მასშტაბით გამართულ კონკრუსზე.

ამას მოჰყვა სარეკლამო კონტრაქტები ისეთ ბრენდებთან როგორებიცაა Clear და Pepsi.

სამოდელო სფეროში მისი წარმატებული კარიერა იყო წინაპირობა იმისა, რომ ცნობილი კინომატოგრაფების ყურადღების ქვეშ მოქცეულიყო, რაც სწორედ მისი ბავშვობის ოცნების განხორციელების დასაწყისს ნიშნავდა. დღეს ბურაკ ოზჩივიტი მრავალი თურქული სერიალის გმირი და პოპულარული მსახიობია, მსოფლიო მასშტაბით ასეთი აღიარება თურქული წარმოშობის მსახიობს ბევრს არ მიუღია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები