ოჯახს ქართველთან შევქმნი და … - ვინ არის საამაყო ქართველი გოგო, რომელიც ამერიკის ჯარში მსახურობს

05-09-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

20 წლის ანა ჯან­ჯა­ლია წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­დან ამე­რი­კა­ში ოჯახ­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­რა. სამ­ხედ­რო­ე­ბის ქა­ლიშ­ვი­ლი ბავ­შვო­ბი­დან თა­ვა­დაც ფორ­მის ჩაც­მა­ზე ოც­ნე­ბობ­და, ამი­ტომ სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ბევ­რი არ უფიქ­რია და ამე­რი­კულ ჯარს მი­ა­კი­თხა. ანა პო­პუ­ლა­რუ­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ის ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ვი­დე­ო­ებს, სა­დაც იქა­ურ სამ­ხედ­რო­ებ­თან ერ­თად ჩანს და ვი­დე­ოს ფო­ნად ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა აქვს.

მო­მა­ვა­ლი 20 წელი სა­კუ­თა­რი თავი და კა­რი­ე­რა ამე­რი­კა­ში წარ­მო­უდ­გე­ნია, რად­გან აპი­რებს, რომ სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რას გაჰ­ყვეს... თუმ­ცა ოჯახს აუ­ცი­ლებ­ლად ქარ­თულს შექ­მნის, სურ­ვი­ლი აქვს შვი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ზარ­დოს...

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბი­სას გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, რომ კა­დეტ­თა კორ­პუს­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ რო­დე­საც აქ ჩა­მო­ვე­დით, ენის ბა­რი­ე­რი მქონ­და. სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მო­ვი­ძიე ამე­რი­კულ ჯარ­ზე ინ­ფორ­მა­ცია, წა­ვე­დი გა­სა­უბ­რე­ბა­ზე, შე­ვაგ­რო­ვე ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­ბუ­თი, მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით ორი წელი ვცდი­ლობ­დი ამე­რი­კულ ჯარ­ში მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი.

რამ­დენ ადა­მი­ანს შევ­ხვედ­რილ­ვარ სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის, მაგ­რამ არა­სო­დეს მი­ფიქ­რია ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბა. ვერ­ცერთ ეროვ­ნე­ბა­ში ვერ ვი­პო­ვე ისე­თი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო, რო­გო­რიც ქარ­თვე­ლებს აქვს. ისი­ნი ჩემი ქცე­ვე­ბით გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ბავ­შვო­ბა­ში მშობ­ლე­ბი გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მხო­ლოდ ქარ­თველ­თან შეგ­ვექ­მნა ოჯა­ხი, ალ­ბათ ამა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი. ჩემი ძმა 5 წლის ასაკ­ში ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ ამე­რი­კა­ში, და მის­თვის უკვე გა­საკ­ვი­რია ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბის ქცე­ვე­ბი. მე­ში­ნია, რომ ჩემი შვი­ლი აქეთ გა­იზ­რდე­ბა, ამი­ტომ მინ­და ქარ­თუ­ლი ოჯა­ხი მყავ­დეს. მარ­თა­ლია, ჯარ­ში აქ ვიმ­სა­ხუ­რებ, მაგ­რამ წლე­ბის შემ­დეგ ჩა­ვალ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ჩემს შვილს იქ გავზრდი. შიში მაქვს იმის, რომ ჩემი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბა არ იქ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი ან ქარ­თუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა არ ექ­ნე­ბა.

ინტერვიუ: ambebi


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები