ვისაც მიზანდასახულები და მთავარი მიზანდასახული შოთო სიხარულიძე არ მოგწონთ... - შოთო სიხარულიძე მიმართვას ავრცელებს
შოთო სიხარულიძე მიმართვას ავრცელებს:
ვისაც მიზანდასახულები და მთავარი მიზანდასახული შოთო სიხარულიძე არ მოგწონთ ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, არამეგობრებო და მტრებო ეს სტატუსი კარგად წაიკითხეთ! 😃
ზოგიერთი თქვენგანის კომენტარებიდან გამომდინარე იძულებული ვარ ერთი რჩევა მოგცეთ ვისაც ეს გეხებათ 🙂 :
ვინც თვლით რომ იტანჯებით და სტენოკარდიული შეტევები გემართებათ ჩემ სტატუსებზე;
ვინც იმას რასაც მე ვწერ ქართველ ემიგრანტებზე და არა მარტო ქილიკად გართობად და პიარისთვის მიიჩნევთ;
ვინც ჩემზე ამბობთ ემიგრანტებს ფულს სძალავს და ყოველ თვე ევროებს სთხოვსო..
მოკლედ ყველა ტანჯულს და ბოღმის ბუკეტს გთხოვთ:
ჩუმად იდარდეთ და იტანჯეთ ჩემი და ემიგრანტების ურთიერთობაზე იმაზე რამდენ ათას ევროს მირიცხავენ ყოველ თვე და ასე საჯაროდ ჰარიჰარალოზე წამოსროლილ უაზრო ბრალდებებს შეეშვით...!
მოკლედ მე ნუ გამაგებინებთ რომ ჩემი სტატუსები და თბილი ურთიერთობა ქართველ ემიგრანტებზე ზრუნვა 19 წელია თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს, რადგან ძალიან მგრძნობიარე გული მაქვს და თუ გავიგებ რომ შოთო სიხარულიძის და ემიგრანტების გამო იტანჯებით ეგრევე გულის პრანჭვები გეწყებათ მაგრამ მაინც ვერ იკავებთ თავს და ჩემ კედელზე შემოდიხართ და ყველა სტატუსს კითხულობთ თვალთვალის ფუნქცია გაქვთ ჩართული კვირაში 7 დღე, მაშინ მე დაგეხმარებით ავდგები და დაგბლოკავთ ისევ თქვენივე ჯანმრთელობის გამო ❤ ანდერსთენდ?!!
პ.ს. სახეს ნუ დაკარგავთ, მე პირადად აქ ყველასთან მოკრძალებული და ლოიალური დამოკიდებულება მაქვს!
უმეტესობა ლაივში ნანახიც არ მყავხართ.
არანაირი თმენის ვალდებულება არ მაქვს,თუ რამე გაღიზიანებთ,ამ დალოცვილ ფბ-ს მარჯვენა კუთხეში პაწაწინა ფუნქცია აქვს,ხოდა "ბლოკ" და მისი ჯანი....
ან რაზე იშლით ნერვებს?
მოკლედ, მე ჩემს კედელზე სრული ტოტალიტარული რეჟიმი მაქვს, არ მოგწონთ? -მიბრძანდით...