რა ღირს და რამდენი კილოა კაბა, რომელიც ლალი მოროშკინას შვილის ქორწილში ეცვა

03-09-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

ლალი მოროშკინა უმცროსმა შვილმა, გიორგი გოთვაძემ რამდენიმე დღის წინ იქორწინა. გრანდიოზული ქორწილი, რომელსაც უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა, „თბილისის ზღვის კლუბში“ შედგა.

განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ლალი მოროშკინას კაბამ. როგორც ლალი სოციალურ ქსელში წერს, კაბა სპეციალურად ქორწილისთვის მილანში შეიკერა და ხელნაკეთია.

„პირველ რიგში უღრმესი მადლობა ასეთი სიყვარულისთვის. და ჩვენი ოჯახის ბედნიერების გაზიარებისთვის. არ წყდება ზარები და მილოცვები.

რაც შეეხება ჩემს კაბას,რომელმაც დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია,

ყველას ერთად გპახუხობთ:

შეკერილია მილანში, ხელნაკეთია. მთლიანად გაწყობილია ნატურალური ქვებით, არის „მის მსოფლიოს” კაბის ანალოგი (იხ.ფოტო) და იწონის 7 კილოგრამს.

ჩანთა Lanvin

P.S.ხომ იცით, არ მიყვარს ტანსაცმელზე ლაპარაკი, მაგრამ ამჯერად მომიწია.“, – წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები