გუგლის ხელოვნური ინტელექტით ადამიანის სახეზე დაავადებას ამოიცნობთ - მეცნიერებაში გადატრიალება მზადდება

02-09-2024
გიორგი ამილახვარი
Aa

Google-ის ხელოვნური ინტელექტის ჯგუფი იყენებს „ბიოაკუსტიკას“ - სფეროს, რომელიც აერთიანებს ბიოლოგიისა და ბგერების კომბინაციას, რაც მკვლევრებს ეხმარებათ გაიგონ, თუ როგორ მოქმედებს პათოგენის არსებობა ადამიანის ხმაზე

ირკვევა, რომ ადამიანის მიერ გამოცემული ხმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას შეიცავს

 Google-ი ამჟამად აშენებს AI მოდელს, რომელიც იყენებს ხმოვან სიგნალებს დაავადების ადრეული ნიშნების ამოსაცნობად. მაგალითად, ისეთი დაავადების, როგორიცაა ტუბერკულოზი

AI მოდელი 300 მილიონი ადამიანისგან აღებული ორწამიანი ხმის ჩანაწერებით დააპროგრამეს. ჩანაწერები მოიცავს ადამიანების ხველის, ყნოსვის, ცემინებისა და სუნთქვის ნიმუშებს

 Google-ის ბიოაკუსტიკაზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის მოდელი ჯერ სრულყოფისგან შორს არის, თუმცა სამედიცინო სფეროში ხმასთან ერთად AI-ის გამოყენების კონცეფციის მხრივ, ის სრულიად ინოვაციურად და პერსპექტიულად მიიჩნევა


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები