აღმოჩენილია ალბერტ აინშტაინის უცნობი წერილი, რომელშიც ისეთი მოულოდნელი რამ წერია, რომ...
დიდი ხნის წინ დაკარგული წერილი, რომელიც სახელგანთქმულმა მეცნიერმა 1949 წელს ცნობისმოყვარე ინჟინერს მისწერა, შეიცავს გასაოცარ წინასწარმეტყველებას როგორც ბიოლოგიის, ისე ფიზიკის დარგებში.
ცნობილია, რომ ამ წერილის დაწერამდე ექვსი თვით ადრე, აინშტაინი პრინსტონის უნივერსიტეტში დაესწრო ფონ ფრიშიც ერთ-ერთ ლექციას. მკვლევარს ის პირადადაც შეხვდა და აშკარაა, რომ ამ ურთიერთობამ აინშტაინზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
როგორც ჩანს, დევისი ყველაზე მეტად იმით იყო დაინტერესებული, როგორ შეიძლებოდა ამ ახალი ბიოლოგიური ცოდნის გამოყენება სამომავლო ტექნოლოგიებში, მაგრამ აინშტაინი ამტკიცებდა, რომ საჭირო იყო მეტი ბიოლოგიური კვლევა.
„ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ ეს შედეგები ფიზიკის საფუძვლების კვლევაში გამოვიყენოთ. ეს შეიძლება მაშინ მოხდეს, თუ ფუტკრების ქცევის საფუძველზე გამოვლინდება სენსორული აღქმის ახალი სახე და მათი სტიმული“, — წერდა აინშტაინი.
ამ წერილის შემდეგ მრავალი რამ გაირკვა ფუტკრების ქცევისა და ამ მწერების მიერ სამყაროს აღქმის შესახებ. ზუსტად ისე, როგორც აინშტაინი პროგნოზირებდა, ეს ცოდნა უკვე გვეხმარება ტექნოლოგიების გაუმჯობესებაში; ამის მაგალითია თუნდაც iPhone-ის კამერები.
მიუხედავად ათწლეულობით მიმდინარე კვლევისა, ჯერ კიდევ ბევრი რამ რჩება იდუმალებით მოცული. ჯერ კიდევ ზუსტად არ ვიცით ის ზუსტი მექანიზმი, რომლითაც ცხოველები სინათლეს ან დედამიწის მაგნიტურ ველს აღიქვამენ; თანაც, ყველა სახეობაში ეს შეიძლება ერთნაირი არ იყოს.
მაალითად, როგორც ჩანს, ფუტკრები მაგნიტურ ველს მუცლით აღიქვამენ, ფრინველები და ძაღლები კი ამას ძირითადად თვალებში არსებული სპეციალური ფოტორეცეპტორებით, კრიპტოქრომებით ახერხებენ.
კრიპტოქრომებს ადამიანის უჯრედებიც წარმოქმნის და როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, ეს უჯრედები დინამიკურად ეპასუხება ცვლილებებს მაგნიტურ ველში.
ირონიულია, რადგან ეს სწორედ ისაა, რასაც უნიკალური კვანტური რეაქციისგან უნდა ელოდე. იმისათვის, რათა ფოტორეცეპტორმა მაგნიტური ველი აღიქვას, საჭიროა უჯრედში არსებულ ელექტრონთა წაგრძელება; იმ დროისათვის აინშტაინი ამ იდეას უარყოფდა.
რა თქმა უნდა, აინშტაინი ყოველთვის მართალი არ იყო, მაგრამ ხშირად უზუსტეს პროგნოზებს აკეთებდა მისი სფეროს მიღმა მეცნიერებებშიც.
წყარო: 1tv.ge, მეცნიერება