დედამიწაზე ძალიან კატასტროფა მოახლოებულია - გვაფრთხილებენ მეცნიერები
მეცნიერები ამერიკის შეერთებული შტატებიდან ამბობენ, რომ ანტარქტიდაში მყინვარების დნობა ეჭვქვეშ დააყენებს ისეთი სანაპირო ქალაქების არსებობას, როგორიცაა ნიუ-იორკი და შანხაი. წერს ამის შესახებ Phys.org.
პლანეტის ტემპერატურის მატებასთან ერთად, არქტიკული ყინული დნობას იწყებს. ეს პირდაპირ აისახება ადამიანების ცხოვრებაზე. ამასთან ერთად, ანტარქტიდაც არანაკლებ საშიშია კაცობრიობისთვის. ამ რეგიონში იმდენი ყინულია, რომ გლობალური დათბობის შედეგად შესაძლებელია მსოფლიო ოკაანეების დონის 60 მეტრით მომატება გამოიწვიოს, ამბობენ ექსპერტები.
”ამ პრობლემის პირველ ნიშნებს უკვე ვხედავთ”, - ნათქვამია სტატიაში.
უკანასკნელი გამოკვლევის თანახმად, მყინვარების დნობა შეიძლება კონტროლს აღარ დაექვემდებაროს უახლოესი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში. ამავე დროს, სათბურის გაზების შემცირება და ტექნოლოგიური პროგრესი, სავარაუდოდ, ხელს არ შეუშლის კატასტროფას, აცხადებენ მეცნიერები.
სათბურის გაზების ემისიის ამჟამინდელი სიჩქარით, ანტარქტიდის ყინულის ფენა კრიტიკული დნობის ბარიერს გადალახავს დაახლოებით 2060 წლამდე. მსოფლიო ოკეანის დონის აწევა მიაღწევს ისეთ ზომებს, რომლებიც შეუქცევადი გახდება ადამიანის არსებობის დროში. იმ დროისთვის დედამიწის ატმოსფეროს ნახშირორჟანგისგან გაწმენდა ამ პროცესს ვერ შეაჩერებს და 2100 წლისთვის წყლის დონე ათჯერ უფრო სწრაფად გაიზრდება, ვიდრე დღეს არის- დაასკვნეს ექსპერტებმა.