ყველაფერი უკვდავებაზე: თავის გადანერგვა, გაყინვა და ადამიანის ციფრული ასლი
ადამიანის უკვდავების საკითხი დიდი ხანია გასცდა ზღაპრებს თუ მითოლოგიას და პრაქტიკულ დონეზე გადავიდა. მთელ მსოფლიოში მეცნიერები ცდილობენ დაბერების პროცესი შეაჩერონ, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ, თუმცა რუს ფუტუროლოგს უკვე აქვთ მკაფიო სამოქმედო გეგმა.
ჩელიაბინსკი. ხრუშჩოვკის ძველი შენობის პირველი სართულის ფანჯარიდან 88 წლის ფილოსოფოსი იგორ ვიშევი დგას - როგორც ყოველთვის, მუქი ფერის სათვალე უკეთია.
14 წლის ასაკში მეცნიერმა მხედველობა დაკარგა, ეზოს სხვა ბიჭებთან თამაშობდა მიტოვებული თვითმფრინავის ძრავებით: სარქველებს ხსნიდნენ, ავსებდნენ წყლით, შემდეგ გარბოდნენ და ენთუზიაზმით უყურებდნენ აალებას. ერთ დღესაც იგორს სარქველი ხელში აუფეთქდა..
იგორ ვიშევი - ფილოსოფიის მეცნიერებათ დოქტორი, ჩელიაბინსკის სამხრეთის ურალის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და ჰუმანიტარული ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის ყოფილი პროფესორი. გასული საუკუნის 60-იან წლებში მან შექმნა ახალი დისციპლინა - უკვდავება, ანუ მეცნიერება უკვდავების შესახებ. ახლა ფუტუროლოგები ღიად განიხილავენ უკვდავების თემას - თუმცა მაშინ ცოტამ თუ გაბედავდა ასეთ მაცდურ თემაზე ხმამაღლა საუბარს.
მეცნიერი კრიოპრეზერვაციას მიიჩნევს, როგორც პირველ ნაბიჯს მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ანუ თავის გაყინვას შესაბამის დრომდე - სანამ გენეტიკურ ინჟინერიასა და მიკროქირურგიის სფეროში შესაბამისი გარღვევები არ მოხდება. ფილოსოფოსმა და მისმა მეუღლემ ხელშეკრულება გააფორმეს რუსულ კრიოკომპანიასთან ტვინის გაყინვის შესახებ.
- სამწუხაროდ, ჩემს მეუღლეს ამ ხელშეკრულების გამოყენება თითქმის მაშინვე მოუწია, 2012 წელს გარდაიცვალა. მაგრამ კარგია, რომ ჩვენ ეს გავაკეთეთ. მეც იმედი მაქვს იმავეს, რომ ჩემი ტვინიც გაყინული იქნება და მოგვიანებით გამაცოცხლებენ, - ამბობს ფილოსოფოსი იგორ ვიშევი.
ფუტუროლოგი დანილა მედვედევის აზრით, გაყინვა-გალღობის ტექნოლოგიის დანერგვას შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს, იგი ფიქრობს, რომ არსებობს უფრო პრაქტიკული მეთოდი.
იგი თავის გუნდთან ერთად მონაწილეობს ტრანსჰუმანისტურ ექსპერიმენტებში, რათა მოემზადონ ადამიანი თავის გადანერგვა. ჯერჯერობით პრაქტიკა მხოლოდ ცხოველებზე განხორციელდება, მაგრამ მომავალში ეს იქნება ადამიანები. მომაკვდავი ადამიანის თავი, იდეის თანახმად, შეიძლება გადაინერგოს სხვა, - ჯანმრთელი ახალგაზრდის სხეულზე.
- მოხალისეს თავი, რა თქმა უნდა, ასევე დარჩება, - განმარტავს რუსეთის ტრანსჰუმანისტური მოძრაობის დამფუძნებელი დანილა მედვედევი. - ეს სრულიად ნორმალური სიტუაციაა, ისევე როგორც მაგალითად, როდესაც ტაქსით ერთდროულად რამდენიმე ადამიანი მგზავრობს, ხომ არ ვამბობთ, რომ მათ სათითაოდ ცალ-ცალკე მანქანა არ სჭირდებათ.
ბევრისთვის ეს წარმოუდგენელია, მაგრამ ტექნიკურად ამდენი სირთულე ნამდვილად არ არსებობს, ამბობს ფუტუროლოგი-ამგვარი ექსპერიმენტები ძაღლებზე ჩაატარა მეცნიერმა, ტრანსპლანტოლოგიის ფუძემდებელმა, ვლადიმერ დემიხოვმა 60 წლის წინ.
-ამრიგად, ჩვენ შეგვიძლია ტვინისა და პიროვნებისთვის უზრუნველყოთ ათობით სიცოცხლე და შესაძლოა მისი შეუზღუდავი გაგრძელება", - განაგრძობს დანილა მედვედევი. -ეს არის პროექტი, რომელსაც ჩვენს საიდუმლო ლაბორატორიებში ვაკეთებთ. ჩვენ არ ვამბობთ რომელ ქვეყანაა, არ ვამბობთ რომელ პლანეტაა, ჯერ არ ვიძლევით ინფორმაციას. მაგრამ ეს სერიოზული სამედიცინო სამეცნიერო ნაშრომია. ფაქტია, რომ მთელ მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოველთა უფლებებისთვის იბრძვიან. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მათ ჰუმანისტურ დამოკიდებულებას, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ბიოეთიკურ კონფლიქტთან. სიცოცხლის მკვეთრი გახანგრძლივების მეთოდების შემუშავების მიზნით, ჩვენ გვჭირდება ცხოველებზე ექსპერიმენტები.
2017 წელს სამხრეთ კორეის სამეცნიერო ცენტრმა Sooam- მა ჩრდილო-აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად მოახდინა იაკუტური ლაიკის კლონირება. ადგილობრივ მოანდირეთა კლუბს ორი კლონირებული ლეკვი საჩყქრად გადასცეს, მას შემდეგ ამ კლუბის წევრი დიმიტრი ივანოვი ზრუნავდა კლონურ ძაღლზე.
- მათ საიდუმლოდ გვითხრეს, რომ ძაღლები კლონირებულები იყვნენ. ეს ერთგვარი საიდუმლოება იყო, - ამბობს დიმიტრი ივანოვი, მისი კლონი ძაღლ ახლა 5 წლისაა. - თავიდან რატომღაც უჩვეულო იყო, როგორ არის შესაძლებელი, რს რაღაც კლონირება. შემდეგ ეჩვევი და გავიწყდება, რომ კლონირებულია. როგორც ჩვეულებრივ ძაღლმა, უკვე სამჯერ იმშობიარა. თუ ასე ვიფიქრებთ, ადამიანის კლონირებაც იგივეა, უბრალოდ იდეური თვალსაზრისით და კანონით ეს არასწორია.
კლონირება, როგორც პროცესი, აბსოლუტურად შესწავლილია, ამბობენ გენეტიკოსები. იმისათვის, რომ კლონი შეიქმნას, ტექნიკურად არანაირი პრობლემა არ არსებობს. ამასთან, გასაგები მიზეზების გამო, მსგავსი მანიპულაციები აკრძალულია მთელ მსოფლიოში.
- კიდევ ერთი გზაა სიცოცხლის გახანგრძლივება ორგანოების ხარჯზე. ადამიანის ნაჭრებად დაჭრა რაღაცნაირად მოუხერხებელია, ამბობს ირონიით ევგენი ლილინი, გენეტიკოსი, რუსეთის დამსახურებული ექიმი, სსრკ – ში პირველი სამედიცინო გენეტიკის კათედრის დამფუძნებელი. - მაგრამ თუ ვისწავლით ორგანოების - ღვიძლის, გულის დამზადებას ეს სულ სხვაა. გამოვიდა რომელიმე ორგანო მწყობრიდან? - მაცივარში დევს სათადარიგო, გამოვიღებთ და შეცვლით მას.
ორგანოების ცალკე მოშენება ჯერჯერობით შეუძლებელია, მაგრამ ბიოპრინტირების ტექნოლოგია უკვე არსებობს: ეს არსებითად იგივე 3D ბეჭდვაა, მაგრამ უჯრედების გამოყენებით. ჯერ კიდევ 2015 წელს, რუსულმა სამეცნიერო ჯგუფმა იუსეფ ხესუანის მეთაურობით თაგვის ფარისებრი ჯირკვალი დაბეჭდა და წარმატებით გადანერგა თაგვებში - ეს იყო მსოფლიოში პირველი ნამუშევარი, რომელმაც ჩაანაცვლა დაკარგული ორგანოს ფუნქციები. ახლა ექსპერტები გადადიან შემდეგ ეტაპზე - ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან ადამიანებზე.
იუსეფ ხესუანი დარწმუნებულია, რომ ასეთი ექსპერიმენტები ხელს შეუწყობს უახლოეს მომავალში გადანერგვის პრობლების აღმოფხვრას. ამასთან, ტრანსჰუმანისტები ამ ტექნოლოგიას განიხილავენ, როგორც უკვდავებისკენ მიმავალ ერთ- ერთ გზას. მილიარდერ დევიდ როკფელერს, რომელსაც 7-ჯერ გადაუნერგეს გული, 101 წელი იცოცხლა.
-მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვისწავლოთ ტვინის გამოყვანა. აი გული, ქსოვილი, ფილტვები, ღვიძლი - შესაძლებელია - ამბობს გენეტიკოსი ევგენი ლილინი ისევ ხუმრობანარევ ტალღაზე. - მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ტვინის დაუსრულებლად მუშაობის იძულება პრობლემატურია, ტვინი წარმოუდგენლად ნაკლებად არის შესწავლილი და სანამ ნეირომეცნიერები ცდილობენ ამ პრობლემის გამოსწორებას, IT სპეციალისტები სხვა გზით მიდიან - ციფრული უკვდავებისკენ.
კიდევ ერთი ფუტურისტული ვერსია-Skolkovo– ს სტარტაპები ერთ გუნდში გაერთიანდებიან და ქმნიან "ოსირისის" მეტასამყაროს - ალტერნატიულ ვირტუალურ რეალობას. ახლა ისინი ადამიანების ციფრულ ვერსიებში გადაჰყავთ და მათ ციფრულ 3D ასლებს ათავსებენ VR სამყაროში. პლატფორმის ამოქმედება იგეგმება ამ წლის ბოლოსთვის.
ამ დრომდე ამ მეტასამყაროში მცხოვრებთა შორის მხოლოდ დეველოპერები და მასალის ავტორია. მომავალში, მეტასამყაროში, ავტორების აზრით, გახდება ადგილი, სადაც ავატარებს შეუძლიათ კომუნიკაცია, სიყვარული, სწავლა და ცხოვრება. ჯერ ისინი კონტროლის ქვეშ იქნებიან და როდესა გამოჩნდება ტვინის გაციფრების ტექნოლოგია, შემდეგ ავტონომიურად იმოქმედებენ იმისათვის, რომ არ მოკვდნენ.. ციფრულად მაინც, თქვენ უნდა გადასახლდეთ თქვენს ავატარში.